სანამ საზოგადოება მეგან მარკლის საკურთხეველთან გამოჩენას ელის და აინტერესებს თუ რა ეცმევა მას, სამეფო ოჯახი ქორწილის მენიუზეც ფიქრობს.
როგორც ცნობილი ხდება, წყვილი სასახლის საყვარელ კვების კომპანიას Table Talk-ს დაუკავშირდა და ქორწინების გემრიელი გაფორმებაც მათ მიანდეს.
2011 წელს სწორედ აღნიშნული კომპანია ზრუნავდა უილიამისა და ქეითის დღესასწაულზე.
სამეფო ქორწილი შუადღისას დაიწყება, შესაბამისად შედარებით მსუბუქი მენიუ გახსნის ღონისძიებას.
აქ იქნება სამი კერძისგან შემდგარი სადილი, მეგანს წითელი ღვინო უყვარს და ამ სასმელს კულინარიას შეუხამებენ.
დესერტად კენსინგტონის სასახლეში სტუმრებს Claire Ptak -ის ულამაზესი ნამცხვრებითა და ტორტით გაუმასპინძლდებიან, რომელიც ლიმნისფერი კრემით გაფორმდება.
სასახლიდან როგორც იუწყებიან, სამეფო ოჯახი თანხას კულინარიისთვის არ დაზოგავს.