Nestle-ს წარმომადგენლობამ წლის დასაწყისშივე განაცხადა რომ Kit Kat-ი ახალ, ვარდისფერ შოკოლადს შემოგვთავაზებდა და ახლა გემრიელი სასუსნავის მოყვარულებს მისი შეძენა უკვე შეუძლიათ დიდ ბრიტანეთში. შოკოლადს შეფერილობას ვარდისფერი კაკაოს მარცვლები აძლევს, რომელსაც კენკრის გემო ექნება.
აღნიშნული შოკოლადი რძიანი, თეთრი და შავი შოკოლადის შემდეგ პირველი სიახლეა ტკბილეულის ინდუსტრიაში. Kit Kat-ის ვარდისფერი შოკოლადი უკვე გაყიდვაშია იაპონიასა და კორეაში, სულ მალე Nestle-მის ექსპორტს ევროპის ქვეყნებშიც დაიწყებს და მალე საქართველოშიც გვექნება მისი დაგემოვნების ბედნიერება.