მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი იტალიური დესერტი, ტირამისუ მეტად კალორიულია - 1 ულუფა დაახლოებით 450 კალორიას შეიცავს, აქედან 15-20% ცხიმია, მაგრამ მისი შემცირება შესაძლებელია.
როგორი მონდომებითაც არ უნდა ვიცავდეთ დიეტას, მოდით ვაღიაროთ, რომ ხანდახან, რამე გემრიელის მირთმევა მაინც გვინდება. ამიტომ OK!-მ გადაწყვიტა, შემოგთავაზოთ უგემრიელესი და ნაკლებად კალორიული ტირამისუს რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ დიეტურ მენიუში ხანდახან მაინც ჩართოთ ხოლმე. ამ სასუსნავის 1 ულუფა 230 კალორიას შეიცავს.
ინგრედიენტები (6 ულუფა)
კვერცხი - 2 ცალი;
მასკარპონე - 250 გრამი;
იოგურტი - 250 გრამი (2,5%-იანი);
შაქარი - 2 სუფრის კოვზი;
სავოაირდის ორცხობილა - 1,5 ცალი;
ლიმონის წვენი - 1 ჩაის კოვზი;
კაკაო - 2 სუფრის კოვზი;
ყავა - 100-150 გრამი;
კონიაკი - 50 გრამი.
მომზადების წესი
კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან განაცალკევეთ, გულს 1 სუფრის კოვზი შაქარი დაუმატეთ და გათეთრებამდე ურიეთ. ჩაუმატეთ მასკარპონე და იოგურტი. თქვიფეთ, სანამ მთლიან მასას არ მიიღებთ. ათქვიფეთ ცილა და დარჩენილი 1 სუფრის კოვზი შაქარი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. ათქვეფილი ცილა აკურატულად შეურიეთ კვერცხის გულისგან მომზადებულ მასას, ფრთხილად აურიეთ. ორცხობილა ყავასა და კონაიკში ამოავლეთ. გამჭვირვალე მინისგან დამზადებულ ჭიქაში მოათავსეთ კრემი, შემდეგ ორცხობილა და ზემოდან ისევ კრემი. (იმდენი ფენა გააკეთეთ, რამდენიც გამოგივათ).
მორთეთ ახალი ხილით, პიტნის ტოტით, მოაყარეთ კაკაო. სურვილის შემთხვევაში, სუფრაზე მიტანამდე, დესერტი 20 წუთით მაცივარში შედგით.