საინტერესოა, რას მიირთმევს პლანეტის ყველაზე განხილვადი მოდელი საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე? ფაქტია, ფორმაში ყოფნისთვის საკუთარი თავისთვის გარკვეული რამეების შეზღუდვა უწევს, მაგრამ ეს საუზმეს არ ეხება. დილით სუპერმოდელი გემრიელ პორციას მიირთმევს, რომელიც კვერცხისგან, ბეკონისგან, ყველისგან, ტოსტებისგან და ფორთოხლის წვენისგან შედგება.
თავად ჯიჯიც აღიარებს, რომ საუზმე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალია: ყველაფერი, რასაც დილით მივირთმევ, მთელი დღის განმავლობაში მავსებს ენერგიით. ამიტომაც, მას არასდროს ვტოვებ."
სადილზე რუკოლას სალათს ან ჰამბურგერს მიირთმევს. ჰადიდი დარწმუნებულია, რომ ჯანსაღი გონებისთვის საკვებისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ.
მოდელის ვახშამი ტომატის სუპისგან, სალათისგან ან სენდვიჩისგან შედგება.