ყველაზე ხშირად რესტორნებში იწუნებენ არა კერძს, არამედ გარემოს. უღიმღამო პერსონალი - უყურადღებო ჩვენი შეკითხვების მიმართ, აისახება ჩვენ განწყობასა და ობიექტის რეპუტაციაზე.
როგორ ვებრძოლოთ ხარვეზებს:
თუ როგორც იქნა, პერსონალმა ყურადღება მოგაქციათ და ადგილიც გაპოვნინათ, შესაძლოა ის თქვენს სურვილებს არ შეესაბამებოდეს, არ დაიხიოთ უკან, რომ თქვათ :,,აი იქ მსურს დაჯდომა“
მენიუ უკვე 3-ჯერ წაიკითხეთ, თუმცა მაინც არავინ მოდის, რომ შეკვეთა მიიღოს? უბრალოდ გადადეთ მენიუ გვერდით, ეს არავერბალური ნიშანია მიმტანისთვის, რომ შეიტყოს, თქვენ მზად ხართ აცნობოთ სასურველი შეკვეთა. თუ მაინც დაიგვიანებენ, სრული უფლება გაქვთ არ დაუტოვოთ ე.წ ჩაი.
შეკვეთა წარმატებით ჩაინიშნეს, კერძი კი კვლავ არ ჩანს?დაუძახეთ ოფიციანტს და იკითხეთ მიზეზი. კარგ გარემოში თქვენ საუბრით გაგამხიარულებენ, შემოგთავაზებენ სასმელსაც. თუ მსგავსი არაფერია, გაბედულად დატოვეთ ტერიტორია.
თუ კერძი არ მოგწონთ, მოუხმეთ მენეჯერს და არგუმენტირებულად აუხსენით მას მიზეზი, კერძოდ რა დაიწუნეთ. რესტორანი ყოველთვის იპოვის გამოსავალს სტუმრის საკეთილდღეოდ. თუ ემოციურ საუბარსა ან კამათზე გადავლენ, მოითხოვეთ შენიშვნების წიგნი და არც სოციალურ ქსელში დაგავიწყდეთ მათი შეფასება.
გადახდის ქვითარი 3-5 წუთში მოაქვთ. აჭიანურებენ? ადექით და გასვლა დააპირეთ, ეს რესტორნის ინტერესია და არა სტუმრის.
უმთავრესი შეცდომა რასაც ხშირად რესტორანში უშვებენ, თავის გამართლებაა: ,,ახლახან გავიხსენით“, ,,მხოლოდ 1 კვირის წინ შედგა მენიუ“ და ა.შ გაითვალისწინეთ, რომ მენიუში კერძის ფასს ეს არ ცვლის და უფლება გაქვთ მაღალი ხარისხი მოითხოვოთ.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის, როცა ჯერ მოაქვთ კერძი ან სასმელი, შემდეგ კი შესაბამისი ჭურჭელი.
თუმცა, რა პრობლემასაც არ უნდა წააწყდეთ, გახსოვდეთ, რომ ყველაფერს კომუნიკაცია და ადამიანური ურთიერთობები აგვარებს.