26 წლის ახალგაზრდა მსახიობი და მოდელი - ემილი რატაკოვსკი საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს რობინ ტიკის პოპულარულ კლიპში -„Blurred Lines” მონაწილეობის შემდეგ გახდა და დღეს მისი გამომწერების რაოდენობა ინსტაგრამზე 17 მილიონს აჭარბებს. ულამაზესი მოდელი, როგორც წესი, არ ერიდება თამამ გამოსვლებს, რომლებშიც საკუთარ იდეალურ ფორმებს უსვამს ხაზს.
როგორც აღმოჩნდა, მოდელს სექსუალური სხეულის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა არ სჭირდება და ამის შესახებ გულახდილად საუბრობს. Vogue-თან ინტერვიუში ემილიმ აღნიშნა, რომ დღეს ჩვეულებისამებრ ჭიქა ყავით, იოგურტით, ტოსტითა და კრუასანით იწყებს.
ემილის რაციონში დიდი ადგილი უჭირავს ხორცეულსაც, რომელსაც ის არასდროს ერიდება.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, არადიეტურ საკვებზე უარს არც ლანჩზე ამბობს და გემრიელი სენდვიჩითაც ინებივრებს ხოლმე თავს.
მოდელს უყვარს სავახშმოდ საყვარელ რესტორნებში სტუმრობაც, „ეს საუკეთესო დროა ადამიანებთან ურთიერთობისა და სოციალიზაციისთვის“-აღნიშნავს ის.
ემილის მზარეულობის ნიჭიც აღმოაჩნდა და თვლის, რომ სწორი კვებისთვის აუცილებელია იცოდე მომზადებაც, „როგორც წესი, ხშირად ვიმზადებ და ეს ნამდვილად ეფექტურია, ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა იცოდეს რა რაოდენობის შაქარსა თუ მარილს იღებს ჩვენი ორგანიზმი".
მოდელი ზოგჯერ არც გემრიელ დესერტზე ამბობს უარს და მისი საყვარელი დესერტი შავი შოკოლადი და გოგრის ჩიზქეიქია.
ძილის წინ მოდელი აუცილებლად იღებს წყლის საჭირო რაოდენობას და ამას მისთვის უკვე ტრადიციის სახე აქვს.
იდეალური ფორმების შესანარჩუნებლად მოდელი კვირაში ერთხელ მაინც იოგითაა დაკავებული, რისთვისაც ადგილობრივ ცენტრს სტუმრობს კალიფორნიაში.
ემილის არ აქვს სპეციალური ფიტნესრეჟიმი და არც პირადი ინსტრუქტორი ჰყოლია, მაგრამ ამ ყველაფერს მეგობრებთან ერთად ხშირი მოგზაურობითა და ფეხით სიარულით ანაზღაურებს.