უამრავი ადამიანისთვის დღე 1 ჭიქა ყავით იწყება, მრავალფეროვანი დილისთვის კი ყავის უამრავი სახეობას შეგიძლიათ გემო გაუსინჯოთ. გთავაზობთ 3 ყველაზე მარტივი და ამავდროულად უგემრიელესი ყავის მომზადების რეცეპტს.
ლატე კურკუმა
ინგრედიენტები:
ყავა
რძე 240 მლ.
კურკუმა - 1 გ.
თაფლი 5-10 გ
დაფქული დარიჩინი გემოვნებით
მომზადება:
70-75 გრადუსამდე შეათბეთ რძე, არ აადუღოთ. შემდეგ დაუმატეთ კურკუმა, დარიჩინი, თაფლი და დიდხანს მოურიეთ.
რაფი პოპკორნით
ინგრედიენტები
რძე/ნაღები- 300მლ.
ესპრესო/შავი ყავა- 30მლ.
კარამელის სიროფი- 25მლ.
მარილი გემოვნებით
პოპკორნი კარამელით
მომზადება:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და გარკვეული ხნის მანძილზე მოურიეთ, სანამ ქაფის ბუშტები არ გაჩნდება. შემდეგ კი ჩაასხით ჭიქაში და პოპკორნითაც გააფორმეთ.
ყავა ბანანით
ინგრედიენტები:
სმუზი - 1 ცალი ბანანი
თაფლი - 1 სუფრის კოვზი
კაკაო - 1 სუფრის კოვზი
ახალდაფქული ყავა - 1 ჭიქა
რძე - 1 ჭიქა
მომზადება: ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ის უკვე მზად არის.