ტკბილეულის მოყვარულები მალე KitKat-ის ვარდისფერ შოკოლადს დააგემოვნებენ. ის შვეიცარიელმა კონდიტერმა კაკაოს მარცვლებზე 13 წლიანი მუშაობის შემდეგ შექმნა. ცნობილ შოკოლადს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ამიტომაც კომპანიას მათთვის სიახლის შეთავაზება სურდა. ვარდისფერი შოკოლადით დამზადებული კიტკეტების გაყიდვას ნესტლე ბრიტანეთში იაპონიის შემდეგ იწყებს.