აღდგომის დღესასწაული პასკის მომზადების გარეშე წარმოუდგენელია, რაც ხშირად საკმაოდ შრომატევადი პროცესია. წარმოგიდგენთ 3 მარტივ და გემრიელ რეცეპტს, რომლის მიხედვით მომზადებული პასკაც, თქვენს სააღდგომო სუფრას დაამშვენებს.
ინგრედიენტები:
4 ჭიქა ფქვილზე:
3 კვერცხი
100 გ კარაქი ან მარგარინი
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა რძე
50 გ საფუარი
მარილი გემოვნებით
მომზადება:
საფუარი გახსენით თბილ რძეში, დაამატეთ კვერცხი, გამდნარი კარაქი ან მარგარინი, შაქარი, მარილი და ფქვილი. ყვლაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
ეს ცომი მაშინვე გადაიღეთ კარაქით წასმულ ფორმებში (შეიძლება წინასწარ დაამატოთ ცუკატები) და დადგით 3-4 საათით თბილ ადგილას, რის შემდეგაც შეგიძლიათ გამოაცხოთ პასკა.
პასკა გამოაცხეთ 170-180˚ჩ 40 წუთიდან 1 საათამდე (გააჩნია პასკის ზომას). მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირებით.
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
– 3 კვერცხი
– 300 გ ფქვილი
– 300 გ შაქარი
– 150 გ ნაღების კარაქი
– 16 გ გამაფხვიერებელი
– 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
– 1 ს/კ ქიშმიში
– 2 ს/კ გამხმარი ალუბალი კურკების გარეშე
მომზადების წესი:
გაალღვეთ კარაქი. დიდ ჯამში ათქვიფეთ 3 კვერცხი და შაქარი. დაამატეთ კარაქი, ხაჭო (გაცრა აუცილებელია) და ვანილის ექსტრაქტი.
– მასას შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი (ფქვილის გაცრა აუცილებელია)- მოზილეთ ცომი, დაამატეთ ქიშმიში და ალუბალი.
– მზა ცომი გადაიტანეთ ქაღალდის ფორმებში, ისინი ⅔-ით უნდა გაავსოთ. დატოვეთ ცომი ფორმებში 30 წუთით.
– გამოაცხვეთ პასკები 30-40 წუთის განმავლობაში 180°С-მდე გაცხელებულ ღუმელში.
მინანქარი
ინგრედიენტები:
– 1 კვერცხის ცილა
– 200-250 გ შაქრის პუდრა
– 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
– ათქვიფეთ ცილა და ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი.
– მასას ლიმონის წვენი დაასხით და ათქვიფეთ საჭირო კონსისტენციის მიღებამდე.
პასკებს მინანქარი წაუსვით და ცუკატები მოაყარეთ.
15 კვერცხი და 1,5 კგ შაქრის ფხვნილი ავურიოთ, გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 300 გრ გამდნარი თბილი ერბო (უმჯობესია შინაური ერბო), 200 გრ გამდნარი თბილი კარაქი. ყველაფერი ეს კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ 200 გრ არაჟანი და 0,5 ლ (1 ქილა) მაწონი.
ცალკე გავაკეთოთ: 3-4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი გავხსნათ 1ჭ თბილ წყალში, დავასხათ 1ლ თბილი რძე, ცოტა მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი. დავდგათ თბილ ადგილას აფუებამდე.
მომზადებული მასა ჩავასხათ გამზადებულ ცომში და დავიწყოთ ცომის ზელა. ზელის დროს ვაყაროთ ფქვილი. სასურველია ვზილოთ 1 სთ, დროდადრო ხელი უნდა ვასველოთ ზეთში. ცომი მზადაა მაშინ, როცა ხელზე აღარ გვეკრობა. ცომის გამზადებამდე 10-15 წუთით ადრე მას ვამატებთ 1 ჩაის კოვზ ვანილს, 1 ჩაის კოვზ გასრესილ მუსკატის კაკალს, 5 ც მიხაკს, 10 ც ილს – გახეხილს, ორ ქერქიანად გატარებულ ლიმონს. სასურველია 500 გ ქიშმიშიც. ამის შემდეგ ვაგრძელებთ ზელას.
გამზადებულ ცომს ვფუთავთ და ვდგამთ თბილ ადგილას. როცა ცომი კარგად ამოვა, ვათავსებთ კარაქწასმულ ფორმებში.
თითოეულ ფორმაში ვათავსებთ ცომის ნაწილს ისე, რომ ფორმა ნახევრად შეავსოს. შეგვიძლია მოვრთოთ ნუშით ან მიწის თხილით. გამზადებულ ფორმებს ვათავსებთ თბილ ადგილას.
ფორმამ ცომი რომ არ მიიკრას, მის ძირსა და კედლებზე, რომლებზეც კარაქია წასმული, ვაყრით მანანის ბურღულს. როცა ფორმაში ცომი კარგად ამოვა, ვდგამთ ღუმელში და ვაცხობთ საშუალოზე ცოტა მაღალ ცეცხლზე. როცა შევნიშნავთ, რომ ზედაპირი კარგად შეწითლდა, გადმოვდგამთ. პასკა რომ ფორმიდან კარგად ამოვიდეს, ვდგამთ მის ძირს ცივ წყალში, შემდეგ კი ნელი მოძრაობით ამოგვაქვს ფორმიდან. ბოლოს მოვაყრით დაფქვილ შაქარს.