წარმატებული ქართველი კულინარი ნუცა სურგულაძე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შეფ-მზარეულ, გორდონ რამზის შეხვდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საფრანგეთში სასწავლებლად ჩასულმა, კულინარიულ აკადემიაში სწავლა და იმ რესტორანში გადაწყვიტა სტაჟირების გავლა, რომელიც სწორედ გორდონ რამზის ეკუთვნის და საბედნიეროდ, ის ქალაქში იმყოფებოდა.
მალე უზარმაზარი ღონისძიება მოეწყო, სადაც ნუცა ერთ-ერთი მზარეული გახლდათ. ამავე ივენთზე გორდონ რამზისთან თამამად მივიდა და ფოტოსურათის გადაღება სთხოვა, ხისტი ხასიათის ბრიტანელ შეფს გაბედული ჟესტი მოეწონა და ნუცას ავტოგრაფიც უსახსოვრა, (Bravo, Love, Gordon Ramsay) სულ მალე კი ის თავად დაიმატა სოციალურ ქსელში.
გორდონ რამზი არამხოლოდ თავისი კულინარიული ხელოვნებითაა განთქმული, არამედ თავისი ტემპერამენტით და საკმაოდ მძიმე ხასიათითაც. . იმასაც ამბობენ, რომ მისი პროვოკაციული და უხეში ქცევები მხოლოდ პიარია და სინამდვილეში ის ასეთი არ არის. გორდონი პირველი შოტლანდიელია, რომელმაც მიშლენის სამი ვარსკვლავი მიიღო.
რამზის სარესტორნო იმპერიის Gordon Ramsay Holdings Limitedმიახლოებითი ღირებულება 163 მლნ დოლარია, ხოლო 69% უშუალოდ მას ეკუთვნის.
კვლავ სითამამე იყო ის, რამაც გორდონ რამზის რესტორანში ნუცა დაასაქმა. მთავარი ძალა კი ამის მისაღწევად, სამოტივაციო წერილი გახდა, სადაც ნუცა წერდა, რომ სურს, მსოფლიოში ნომერ პირველი მზარეული გახდეს, როგორც ჩანს გორდონს მოსწონს შემტევი ხასიათი და ის ამბიცია, რაც ნუცასთვის მთავარი მოტივაციაა.
ნუცა სურგულაძის სამომავლო გეგმებში საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ტრადიციული, მაღალი კლასის ქართული რესტორნის გახსნა შედის.