36 წლის ყოფილი მსახიობი და მომავალი პრინცესა - მეგან მარკლი არასდროს მალავდა, რომ სასურველ ფორმაში ყოფნის გამო დიდ ძალისხმევას იჩენდა. ამიტომაც, ჯანსაღი ცხოვრების წესს მუდამ მისდევდა: იოგა, პილატესი და მწვანე სმუზი ყავის მაგივრად - ეს მხოლოდ იმ რუტინის ნაწილია, რაც მეგანს მშვენიერს ხდის. დანარჩენ დროს ის:
ყოველთვის საუზმობს
ამ წესის მეშვეობით მეგანი ორგანიზმს დილიდან ენერგიით ავსებს, რაც მთელი დღის მანძილზე მიყვება. საუზმეზე ძირითადად შვრიის ფანტელებს მიირთმევს ბანანითა და თაფლით ან ომლეტს ბოსტნეულით. საუზმეს ლიმნიან წყალს ამატებს.
ხანდახან ხორცზე უარს ამბობს
ხანდახან ერთი კვირის განმავლობაში მეგანი ცდილობს ხორცეულზე უარი თქვას და ბოსტნეულითა და ხილით შემოიფარგლოს. ერთ ინტერვიუში განაცხადა: "მიყვარს კვებაში ბალანსის დაცვა. ამიტომაც, შაბათ-კვირას მივირთმევ იმას, რაზეც სამუშაო დღეებში თავს უარი ვუთხარი. ეს დიეტაა არაა, ჩემი ცხოვრების წესია."
ჯანსაღი ლანჩი
ვაშლი ნუშის ზეთით ან ზღვის მარილით - ეს აქრობს მის შიმშილის გრძნობას. თუმცა არ მალავს, რომ ხანდახან მეგობრებთან ერთად ჩიპსაც მიირთმევს.
გიჟდება პასტაზე
მას თავად არ აკეთებს, მხოლოდ მოგზაურობების დროს აგემოვნებს. "ხანდახან სახლში მოზრდილი მუცლით ვბრუნდები"-აცხადებს ლამაზმანი.
ღვინო
აუცილებლად იტალიური! "წითელი მშრალი ღვინის ერთი ჭიქა პატარა ბედნიერების საწინდარია."-აღიარებს მარკლი. ყავის მოხმარება კი მინუმამდე დაიყვანა: თუ საღამოსკენ დაღლილობას ვგრძნობ და ძალების აღდგენა მჭირდება, ვაშლის, ლიმნის ან ისპანახის სმუზს ვამზადებ. ეს უფრო მაფხიზლებს, ვიდრე ესპრესო!"
მიყვება ტრადიციებს
კვირა დღის ლანჩი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად - ამ დროს მეგანი თავს კომფორტულად გრძნობს: "მიყვარს შეხვედრები და საუბრები. ამისთვის დროს ყოველთვის გამოვნახავ. ჩემი საყვარელი კერძია ქათამი ფილიპინურად. ფრინველი ძმარში აურიეთ და ნიორი და ლიმონი დაუმატეთ. ნელ ცეცხლზე შეწვით."