საკუთარი წიგნის გამოშვების შემდეგ, გვინეტ პელტროუ ჯანსაღი ცხოვრების წესის შთაგონებად იქცა. საკუთარი ვებსაიტის მეშვეობით ლამაზმანი საკუთარი გამოცდილებიდან რჩევებს გვიზიარებს. რაშია გვინეტის საიდუმლო და რას მოიცავს მისი დღის წესრიგი:
საუზმე
"ყოველ დილით სმუზს მივირთმევ"
ლანჩი
"ჯანსაღი ლანჩი მაქვს, ცოტაოდენი პროტეინები და სალათი"
სადილი
"სადილს იმას ვჭამ, რაც მომინდება. მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ რთულად გადასამუშავებელ საკვებს და შაქრიან სიროფებს თავი ავარიდო"
მანკიერი გამონაკლისები
მიუხედავად ჯანსაღი კვებისა, სუსტი წერტილი გვინეტსაც აქვს. მისი საყვარელი არაჯანსაღი საკვებია შემწვარი კარტოფილი და მსუბუქი ნახშირწყლებით გაჯერებული საკვები.
"დაღლილი დღის შემდეგ შესაძლოა შვეიცარიული ყველით ან ბაგეტით განვიტვირთო."