ნიკოლას პერიკონს ჰოლივუდში კარგად იცნობენ: ცნობილი კოსმეტოლოგის რიგში მრავალი ვარსკვლავი დგას. ის დარწმუნებულია რომ კვება არამხოლოდ ჩვენს წონაზე, არამედ სახის კანზეც აისახება. წარმოგიდგენთ სასარგებლო სმუზის მარტივ რეცეპტს, რომელიც პრობლემატური კანის, მათ შორის აკნეს პრობლემების წინააღმდეგაც დაგეხმარებათ.
4 თავი ნიახური
1 საშუალო ვაშლი
წყლის წიწმატი
დარიჩინი
1.5 ჭიქა წყალი
წყლის წიწმატზე ალბათ ბევრს არ სმენია, თუმცა ის კანის სიჯანსაღეს ეფექტურად აღდგენს. მთავარია ეს ყველაფერი ბლენდერში ერთად აურიოთ. მსგავსი მიქსის გამოყენება ყოველდღე შეგიძლიათ: ხანდახან ისინი კლასიკური ფორთოხლის ან ვაშლის ფრეშით ჩაანაცვლეთ.