კვლევის მიხედვით, საუზმეზე ნაყინის ჭამამ შესაძლოა უფრო ჭკვიანები გაგვხადოს. იაპონიაში ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეებს, რომლებსაც საუზმეზე ნაყინს აჭმევდნენ, მოგვიანებით ინფორმაციას უფრო ეფექტურად გადაამუშავებდნენ და მოვლენებზე უკეთ რეაგირებდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ამ დესერტს არ მიირთმევდა. კვლევა კიორინის უნივერსიტეტის პროფესორმა ოფიციალურად გამოაქვეყნა: გაღვიძებისას ნაყინი სიფრთხილეს და ყურადღებას ავითარებს და მენტალურადაც ხელს გვიწყობს. მეცნიერების თქმით, ნაყინის მირთმევით, ნაკლებად გულფიცხები ვხდებით.