სწრაფი კვების ობიექტმა KFC-იმ ინგლისში დროებით ფილიალები დაკეტა, რადგანაც მთავარი პროდუქტის, ქათმის მარაგი ამოეწურათ. მანჩესტერის პოლიცია ერთი მამაკაცის 999 ზარით შეწუხდა, რომელიც რესტორნების დაკეტვის გამო ჩიოდა.
პოლიციამ კი მოსახლეობას მოუწოდა უაზრო ზარებით აღარ შეეწუხებინათ და ამ ფაქტის გამო დრო არ წაერთვათ. KFC-ის კრიზისმა ადამიანებში ქაოსური მდგომარეობა გამოიწვია, მათ პოლიციაში რეკვები დაიწყეს.
ლონდონის პოლიციის უფროსმა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე დაწერა: "გთხოვთ KFC-ის კრიზისის გამო ნუღარ გვეკონტაქტებით. პოლიციის ბრალი არაა თუ თქვენი საყვარელი კვების ობიექტი იმ მენიუს ვეღარ გთავაზობთ, რასაც ითხოვთ."
პოლიცია ამ ქმედებას სხვა ადამიანების საფრთხეში ჩაყენებად თვლის, რადგანაც მათ რეალურად სჭირდებათ დახმარება, ხაზები კი სწრაფი კვების ობიექტის გამო იტვირთება.
"მე სასწრაფო საქმე მაქვს!"-ამბობენ ზარის განხორციელებისას-"არ ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ KFC დაიკეტა. ახლა Burger King-ში წასვლა მომიწევს."
ორშაბათ დილას, დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 575 რესტორანი დაიკეტა, იმიტომ რომ შაბათ-კვირას მარაგის მიტანა ვერ მოხერხდა. ერთმა მამაკაცმა, ამის თაობაზე 999 ზარი გაანხორციელა, რის გამოც მნიშვნელოვან ზარებზე, რომლებიც რეალურ დანაშაულს ეხებოდა, რეაგირება შეფერხდა და დაგვიანდა.
აღსანიშნავია, რომ რადიო NRJ KFC-ის მოყვარულებს ყოველ ოთხშაბათს გათამაშებას სთავაზობს, რომელსაც ბაბი კირკიტაძე გაუძღვება.
ოთხშაბათს, 11:20 ზე, FM 104.7 ზე! ვიქტორინა "GIFT BASKET"
იხილეთ დეტალები: