გავრცლებული აზრის თანახმად,ძილის წინ ჭამა ეკომენდებული არ არის, დიდი რაოდენობით კალორიებს გვმატებს და საერთოდ, ჭამა 6 საათის შემდეგ იკრძალება.
თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ეს მითია! ძილის წინ ჭამა თქვენს მეტაბოლიზმსაც კი გაზრდის, თქვენს ჯანმრთელ წონასთან მიგაახლოებთ და დაასტაბილურებს შაქრის დონეს სისხლში.
ასე რომ, თავს ნუ გაიწვალებთ მშიერი კუჭით დაძინების მცდელობისას, უფრო მეტიც, რომც არ გშიოდეთ, ჯანმრთელობისთვის უმჯობესია, თუ მიირთმევთ.
5. ძილის წინ ჭამა წონის კლებას ხელს შეუწყობს!
დიახ, სწორად კითხულობთ. ეს არ არის ექსტრა კალორიები, არამედ მოძველებული თეორია, რადგან წონის კლება არ არის დამოკიდებული მხოლოდ მიღებულ და გაცემულ კალორიებზე. ასე თქვენ მთელი დიეტის მანძილზე დიეტურ კოკა-კოლას ან დაბალკალორიულ ორცხობილებს მიირთმევდით. ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და წონის კლება დამოკიდებულია ორგანიზმისთვის საჭირო კვებითი ღირებულების მიღებაზე, შაქრის დონის სტაბილურობაზე. როცა თქვენ ,,სწორ“ საკვებს ,,სწორი“ დოზით მიირთმევთ, ცხიმის დაწვის ჰორმონი თავის საქმეს აკეთებს.
როცა ძილის წინ ჭამაზე უარს ამბობთ, თქვენი შაქრის დონე სისხლში იკლებს და კარგად ვეღარ გძინავთ. ასე რომ, ძილის წინ საკვების მიღების გამოტოვებით თქვენ წონაში იმატებთ.
4. დანაყრებული მუცლით ადვილია ჩაძინება და მშვიდი ძილი.
ბევრ ადამიანს უჭირს ჩაძინება ან სრულფასოვანი ძილი. ვინ იფიქრებდა, რომ ამაში დახმარებას ძილის წინ ჭამა შეძლებდა?! თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფრის მიღება დაშვებული არ არის! პროტეინები ძილში ხელს შეგიშლით, ნახშირწყლები კი იდეალურია! დაწოლამდე 15-30 წუთით ადრე, კენკრა, ნაღები, სტაფილო, ვაშლი და ნუშის კარაქი მშვენიერი იდეაა, ასევე ავოკადოს პიურე ან ბანანის პუდინგი.
3. სანამ გძინავთ, თქვენი სხეული კვლავ მუშაობის პროცესშია და ენერგია სჭირდება.
ძილის წინ ცხიმისა და ნახშირწყლების მიღება მეტაბოლიზმს გაზრდის და ძილში თქვენი ცხიმებო დაიწვება. ამის შესამჩნევი შედეგი 1-2 კვირაში დგება.
2. სავსე მუცელი ძილის წინ = სტაბოლური შაქრის დონე სისხლში = უკეთესი ძილი = ჯანმრთელი ცხოვრება.
ძილი თქვენს იმუნიტეტზე, ენერგიაზე, მადაზე, მეტაბოლიზმსა და წონაზე მოქმედებს. რაც უფრო კარგად გძინავთ, დღისით მით უფრო კარგად გრძნობთ თავს. სწორი საკვების შერჩევა კარგ ძილს უზრუნველყოფს.
1. ძილის წინ წახემსება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
რატომ უნდა თქვათ უარი გემრიელ წახემსებაზე, თუ ეს წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, წაადგება ენერგიულობას? თამამად მიირთვით, ნაღების კრემი, ხილის წვენის შარბათი და ქოქოსის რძე.