ძილი ხშირად ფუფუნებაა, ზოგჯერ ამისთვის საკმარისი დრო არ რჩება, ზოგჯერ კი ჩაძინება რთულია, არადა ეს აუცილებელი პროცესი ჩვენ ჯანმრთელობაზე აისახება. რა საკვებისგან უნდა ავარიდოთ თავი იმისთვის, რომ ღამის მშვიდი ძილი გვქონდეს?
შოკოლადი
შოკოლადის მოყვარულებისთვის სამწუხარო ფაქტია, რადგან ის კოფეინს შეიცავს და გარკვეული რაოდენობის მირთმევა შესაძლოა ყავის დალევასაც უდრიდეს ძილის წინ.
ბურგერები
აქ პრობლემა მის კალორიულობასა და ცხიმშია, რაც იწვევს მჟავიანობას, გულძმარვას და ცხიმის ჩადინებას კუჭში, ეს ძილს აფერხებს.
ალკოჰოლი
მითია, თითქოს ალკოჰოლი, ჭიქა ღვინო ძილის წინ კარგი იდეაა, ის შესაძლოა ჩაძინებაში დაგეხმაროთ, თუმცა ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის, ღრმა ძილს გამორიცხავს.
ბროკოლი
უცნაურია, რომ ამ მწვანე ბოსტნეულს სიაში ადგილი აქვს, თუმცა ის ისეთი ბოჭკოებისგან შედგება, რომ დღის მანძილზე ნამდვილად კარგი მოსანელებელია, თუმცა ღამით ის სწორედ ამ მიზეზით ძილზე ფოკუსირებას ხელს შეუშლის.
ცხარე საკვები
ხარე საკვები აძლიერებს მეტაბოლიზმს, ზრდის სხეულის ტემპერატურას, რაც თავის მხრივ აძლიერებს ტვინის აქტივობას, განსაკუთრებით სწრაფი, იგივე "REM ძილის" (Rapid Eye Movement - თვალების სწრაფი მოძრაობები) ფაზაში. სიზმრები კი ძილის სწორედ ამ ფაზას უკავშირდება.