ბრიტანელმა დიზაინერმა დები უინგჰემმა კვლავ ყველას გაოცება შეძლო: კონდიტერმა დუბაიში გრანდიოზული საქორწილო ტორტი გამოაცხო. მას პატარძლის ფორმა აქვს და ბრილიანტებითაა მორთული. დესერტის ღირებულებამ მილიონ დოლარს მიაღწია.
ტორტის სიმაღლე 182 სანტიმეტრია, წონა კი 100 კილოგრამი. მისი მომზადებისთვის ათასობით კვერცხი და 20 კგ შოკოლადი დაიხარჯა. კაბის მაქმანები 50 კგ ნაღების ნუგითაა დამზადებული. ტორტის მთავარი მორთულობა 3 კარატიანი 5 ბრილიანტია. თითოეულის ღირებულება 200 ათას დოლარს აღწევს.
დები უინგჰემი თავისი შედევრული ტკბილეულით ცნობილია. სწორედ მან შექმნა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტორტი.