ვალენტინობის დღეზე საყვარელი ადამიანისთვის თქვენ მიერ მომზადებული ტკბილეული სამახსოვრო საჩუქარია, ეს შოკოლადის ტორტი კი მცირეოდენ ძალისხმევას და მცირე რაოდენობის ინგრედიენტს საჭიროებს.
ინგრედიენტები:
220 გრ. – ორცხობილა
220გრ.– შავი შოკოლადი.
160 მგ. - ნაღები
2 ს.კ – ნაღების კარაქი
მინანქრისთვის:
110 გრ. – შავი შოკოლადი.
80 მგ – ნაღები
1 ს.კ – ნაღების კარაქი.
მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:
დაგჭირდებათ ტორტის გამოსაცხობი ფორმა, რომელშიც ჩააფენთ ე.წ ფოლგის ფურცელს. დაამტვრიეთ ორცხობილა და ასევე ცალკე დაამტვრიეთ ან გახეხეთ შოკოლადი. ნაღები და კარაქი დადგით ცეცხლზე, როდესაც კარგად გადნება, დაასხით შოკოლადს და ურიოთ, სანამ მასა გაერთიანდება. შემდეგ ჩაყარეთ დამტვრეული შოკოლადი და ფრთხილად მოურიეთ, მასა მოათავსეთ გამზადებული ტორტის ფორმაში, გადაასწორეთ ზედაპირი და შედგით მაცივარში, ვიდრე კარგად არ გამაგრდება. შემდეგ გამოიღეთ და მოასხით გამზადებული მინანქარი, რომელსაც იგივე მეთოდით მოამზადებთ, როგორც შოკოლადის კრემის შემთხვევაში. მოასხით მთელ ზედაპირზე, გადაასწორეთ დანით, გაააცივეთ და მზად არის!