ნაყინი ის გემრიელი დესერტია, რომელიც პატარებსა და ზრდასრულებს თანაბრად უყვართ, იტალიური ნაყინის სახლში მოსამზადებლად მცირეოდენი ძალისხმევა დაგჭირდებათ, შედეგად კი დაუვიწყარ გემოს და ჯანსაღ დესერტს მიიღებთ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
500 გრამი ნაღები
180 გრამი შაქრის ფხვნილი
4–5 ცალი კვერცხი
50–70 გრამი შავი შოკოლადი
კაკაო – გემოვნებით.
მომზადების წესი: ავიღოთ საშუალო ზომის ჯამი, გავტეხოთ კვერცხის გული და კარგად ავქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად, მასის გათეთრებამდე. ხოლო ცილა ავთქვიფოთ 1 მწიკვ მარილთან ერთად, სანამ ქაფი არ გამაგრდება.
ცალკე ათქვიფეთ ნაღები, შემდეგ კი ყველა ინგრედიენტი ნელ–ნელა ერთმანეთს შეურიეთ და დაამატეთ გახეხილი შოკოლადი. მოათავსეთ ნაყინი კონტეინერში და გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათის მანძილზე. მირთმევამდე, გაყინულ ნაყინს შეგიძლიათ, გემოვნების მიხედვით, მოაყაროთ კაკაო.