ხუმრობას ჰგავს,თუმცა Doritos აპირებს ქალებისთვის სპეციალური ჩიფსები გამოუშვას. პოპულარული სასუსნავის ეს ვერსია მისი მირთმევისას ხრაშუნის ხმას ნაკლებად გამოიწვევს, ზომაშიც უფრო მცირე და განსაკუთრებული შეფუთვით წარმოდგენილი იქნება, რათა ხელჩანთაში ადვილად მოთავსდეს. კომპანიამ ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს.
PepsiCo-ს დამფუძნებლებს, რომლებიც დორიტოსის ჩიფსებს უშვებენ, ამბობენ, რომ ქალებს არ მოსწონთ ხმამაღალი ხრაშუნი და თითების გალოკვა, არც ბოლოს შეფუთვაში დარჩენილი ნამცეცების მოგროვება.
ამის გამო, ბრენდი მალე გამოუშვებს ჩიფსებს, რომელიც ყველაფერ აღნიშნულთან ერთად ხელებზეც არ დატოვებს მძაფრ სურნელს, თუმცა გემო უცვლელი დარჩება.