საინტერესოა როგორ წარმოიშვა ის ტკბილეული, რომელსაც სიამოვნებით მივირთმევთ ან კონკრეტულ ქვეყანაში აუცილებლად ვაგემოვნებთ:
#1 მაკარონი
საკონდიტრო პროდუქტი კვერცხის ცილისგან, შაქრისგან და ნუშისგან მზადდება. ზოგიერთი ცნობით ის იტალიაში რენესანსის ეპოქაში წარმოიშვა, სხვა წყაროებით კი მაკარონი საფრანგეთიდანაა, სადაც ეკატერინე მედიჩიმ XVIსაუკუნეში კონდიტერი მოიპატიჟა. თავდაპირველად ის იყო ორცხობილა, რომელიც კრემით არ ერთდებოდა. თანამედროვე საკონდიტრო Ladurée-მ კი რეცეპტი ცოტათი შეცვალა და ახლა მაკარონი საფრანგეთის საკულტო დესერტია.
#2 ეკლერი
დესერტი XIX საუკუნის დასაწყისში მზარეულმა მარია-ანტუან კარემუმ შექმნა. სასუსნავი ფრანგულ არისტოკრატიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და საოცარი სისწრაფით მიირთმევდნენ. სწორედ ამიტომ, ნამცხვარს "ეკლერი" უწოდეს, რაც ფრანგული სიტყვიდან მოდის: éclair - ელვა. ითვლება, რომ მისი იდეალური სიგრძე 14 სანტიმეტრია.
#3 მაფინი
მაფინი თავდაპირველად ინგლისში, X-XI საუკუნეებში გაჩნდა. მაშინ დესერტს კვერის ფორმა ჰქონდა და ძირითადი კერძისგან მორჩენილი ცომისგან კეთდებოდა. დესერტს თაფლთან ან მურაბასთან ერთად მიირთმევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მაფინი პოპულარობით ინგლისში სარგებლობდა, საყოველთაო დიდება მას შემდეგ მოიპოვა, რაც მისი დამზადება XIX საუკუნის ბოლოს აშშ-ში დაიწყეს. ამერიკული ცხოვრების წესი კერძების სწრაფ მომზადებას მოითხოვდა, მათ შორის დესერტებისაც და აქ მაფინებმა იმარჯვეს.
#4 ტირამისუ
მართალია, იტალიელები გვარწმუნებენ, რომ დესერტი XVII საუკუნეში სიენაში ცნობილ კოზიმო მესამე მედიჩის სტუმრობასთანაა დაკავშირებული, თუმცა რეალობა ოდნავ განსხვავებულია: პირველად ტირამისუ 1960-70იან წლებში კონდიტერების ექსპერიმენტის შედეგად შეიქმნა. იტალიურ თარგმანში დესერტის სახელი ითარგმნება როგორც "აღმაფრთოვანე". მისი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ყავაა.
#5 ბეზე
ერთ-ერთი მარტივი და სწრაფი დესერტი. "ბეზეს" წარმოშობის ორი ვერსია არსებობს: პირველის მიხედვით ის შვეიცარიელმა კონდიტერმა გასპარინიმ მოიფიქრა, რომელიც ქალაქ მეირინგენიდან იყო და ინგლისურ სახელწოდებაში დესერტს "მერენგი" ეწოდა. მეორე ვერსიით "ბეზეს" სამშობლო საფრანგეთია (სიტყვა baiser ნიშნავს "კოცნას"). სწორედ ამ ქვეყანაში ახსენებენ რეცეპტს პირველად: ფრანსუა მასიალის კულინარიულ წიგნში.
#6 შოკოლადის ფილა
მაიას ტომები და აცტეკები დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარდნენ ცივ სასმელს, რომელსაც კაკაოს ნაყოფისგან ამზადებდნენ და წყალს ურევდნენ. მოგვიანებით ეს სასმელი ევროპაში შემოვიდა და რა თქმა უნდა, სიტკბო შეიძინა. XIX საუკუნის დასაწყისში ჰოლანდიელმა კონრად ვან გუტენმა კაკაოს კარაქის მიღების ტექნოლოგია დააპატენტა, რაც შოკოლადის ფილის გასაკეთებლად აუცილებელი იყო.
#7 პუდინგი
ინგლისური სამზარეულოს ნამდვილი სიმბოლო - პუდინგი თავდაპირველად ტკბილი საერთოდ არ იყო და ხორცისგან და მშრალი ხილისგან მზადდებოდა. ნელ-ნელა პუდინგში სხვადასხვა ინგრედიენტების დამატება დაიწყეს, თხილიდან შაქრის ჩათვლით და ეგზოტიკური სანელებლების, რომელიც ინგლისში ყველა მხრიდან ჩაჰქონდათ. ამიტომაც პუდინგი ქვეყნის ძლევამოსილობის სიმბოლოდ იქცა.
#8 ბლინები
რუსული სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი კერძი ყოველთვის იყო ბლინი. პირველად ის IX საუკუნეშია ნახსენები და ეს არაა უცნაური, რადგანაც ბლინებს განსაკუთრებული ინგრედიენტები არ სჭირდება: მხოლოდ ფქვილი და წყალიც ეყოფა. ბლინი ერთგვარი მაკავშირებელი ფაქტორი იყო მდიდარ და ღარიბ ხალხს შორის, რადგანაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.
#9 ჩიზქეიქი
თუ ფიქრობთ, რომ მოდური დესერტი ახალი შექმნილია, ცდებით. ჩიზქეიქის სამშობლოდ ძველი საბერძნეთი ითვლება. იმ დროს, ამ დესერით სპორტსმენები ხშირად იკვებებოდნენ. საბერძნეთის შემდეგ, ჩიზქეიქმა რომში გადაინაცვლა, სადაც მისი გულშემატკივარი იულიუს კეისარი იყო. სწორედ ამ გზით მოხვდა ინგლისშიც, შემდეგ კი ამერიკაში. დიდი ბრიტანეთის კოლონიაში. საყოველთაო პოპულარობა აშშ-ს წყალობით მოიპოვა.