ნაბახუსევით გამოწვეულ უსიამოვნებას ყველა საკუთარი საიდუმლოს დახმარებით ებრძვის.
ტკბილი დილა, რომ გიჟური წვეულების მერეც თენდება, ამაში აღნიშნული 3 რეცეპტი დაგარწმუნებთ და ძალებს საუზმის ენერგიით დაგიბრუნებთ.
კრუასანები ომლეტით
ეს ფრანგული ,,სასწრაფო დახმარებაა“, რომელიც 15 წუთში მზადდება. ნაღების კარაქში შეწვით ომლეტის შიგთავსი– ეს შეიძლება იყოს ბოსტნეული, ხორცი, ძეხვი, მწვანილები, სოკო ან ყველაფერი ერთად. როგორც კი ეს შიგთავსი შეწვას დაიწყებს, დაახალეთ ათქვეფილი კვერცხი. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და მცირე რაოდენობით შაქარიც.
დაახურეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე დადგით. კრუასანები კი გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში ან მშრალ ტაფაზე და შუაში ჩაჭერით, რათა გამზადებული ომლეთი მოათავსოთ.
სენდვიჩი თევზითა და ყველით
მოათავსეთ თევზი – ტუნა ქვაბში და ჩანგლით მოურიეთ. მოაყარეთ წიწაკა, მწვანილი და დახეხილი ყველი (მაგალითად გაუდა) და მოურიეთ. შეათბეთ ტაფა, გამოაშრეთ პურის თხელი ნაჭრები ორივე მხრიდან. შემდეგ კი თითო მხარეს წაუსვით ნაღების კარაქი. ასე მოამზადეთ ტუნას სენდვიჩი, მას შემდეგ რაც რამდენიმე წუთით მას ტაფაზე თავდახურულს გააჩერებთ.
უევოს–რანჩეროსი
მექსიკური ცხარე შემწვარი კვერცხის მოსამზადებლად, თავდაპირველად ზეითუნის ზეთში მოთუშეთ ხახვი და მცირე დოზით ნიორი. მიქსტურას დაუმატეთ ტომატის პასტა და წიწაკა და 2 წუთით წამოადუღეთ. ბოსტნეულში ჩაწურეთ 1 ლიმონი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მცირე შაქარი. მოურიეთ კიდევ 1 წუთის მანძილზე, შემდეგ ზეითუნის ზეთში შეწვით ქინძის მარცვლები და ესპანური ცხარე ძეხვის თხელი ნაჭრები, დაახალეთ კვერცხი და დაუმატეთ ბოსტნეულის მიქსი.