ახალი წლის ღამე გემრიელი კერძებისა და სასმელების გარეშე წარმოუდგენელია, ეს არის დღე, როდესაც ადამიანები სულ მცირე ერთი ჭიქა შამპანიურით მაინც ეგებებიან მომავალი წლის დადგომას და შემდეგ უერთდებიან საერთო მხიარულებას. მაგრამ არსებობენ გამონაკლისები, რომელთათვისაც ალკოჰოლის, თუნდაც ერთი ჭიქის, მიღება არ არის სასიამოვნო პროცესი, სწორედ ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე უალკოჰოლო საახალწლო სასმელის რეცეპტს, რომელიც ყოველგვარი დანამატების გარეშე დაგაყენებთ კარგ განწყობაზე.
სახლში მომზადებული უალკოჰოლო შამპანიური
ინგრედიენტები:
ლიმონი - 3 ცალი
ვაშლი - 2 ცალი
შაქარი - 75 გრ
პიტნის ფოთლები - 10 ცალი
მინერალური წყალი - 100 მლ
მომზადების წესი:
გაწურეთ ლიმონი, გაათბეთ და დაუმატეთ შაქარი, ვაშლს გამოაცალეთ გული და დაჭერით პატარა ნაჭრებად. გამოწურეთ წვენი დარჩენილი ლიმონისგან, აურიეთ წყალში დაუმატეთ ვაშლი, პიტნა და კარგად აურიეთ. ჩამოასხით ყინულებთან ერთად ან ძალიან ცივ მდგომარეობაში.
ვაშლის უალკოჰოლო გლინტვეინი
ინგრედიენტები:
ვაშლის წვენი - 1 ლიტრი
ლიმონის კანი - 1 ცალი
ფორთოხალი - 1 ცალი
მიხაკი - 3 ცალი
დარიჩინი - 2 სუფრის კოვზი
ილი - 1 ჩაის კოვზი
თხილი - 1 ჩაის კოვზი
წყალი - 80 მლ
მომზადების წესი:
დაჭერით ფორთოხალი და ჩაყარეთ ჯამში. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. აურიეთ წყალი და ვაშლის წვენი 1:1 პორციით და დაუმატეთ ჯამში მოთავსებულ ინგრედიენტებს. გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე და გაათბეთ 70 გრადუსამდე. მიაქციეთ ყურადღება, რომ სასმელი არ ადუღდეს. გადმოდგით ცეცხლიდან და დაელოდეთ 15 წუთის განმავლობაში.
კენკრის ჩაი
ინგრედიენტები:
მწვანე ჩაი - 1 სუფრის კოვზი
პიტნის ფოთოლი - 4 ცალი
პილპილი - 2 ცალი
კენკრა - 300 გრ
შაქარი - 100 გრ
წყალი - 800 მლ
მომზადების წესი:
თუ თქვენ გაყინული კენკრის გამოყენება გსურთ, ცოტა ხნის განმავლობაში გაადნეთ ოთახის ტემპერატურაზე. თერმოსში ჩაასხით მწვანე ჩაი, პიტნა და პილპილი, დაუმატეთ ცხელი წყალი და დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში 5 წუთი. მანამდე, სანამ ჩაი გამზადდება, აურიეთ კენკრა და შაქარი მცირე ზომის ჯამში, დაუმატეთ 300 გრამი წყალი და ადუღეთ, სანამ შაქარი არ გადნება. კენკრის ნახარში აურიეთ ჩაისთან და უალკოლოჰო სასმელიც მზად არის.