იმისთვის, რომ ახალი წლის საღამო განსაკუთრებულ დღედ აქციოთ მხოლოდ ლამაზი დეკორაციები და ნაძვის ხე არ კმარა, საჭიროა ახალი გემრიელი კერძები, რათა ასევე გემრიელი, თუმცა უკვე მობეზრებული საკვები ჩავანაცვლოთ - ეს ხომ ახალი წლის ღამეა და თუ მას ჩვეულებრივი ყოველდღიურობით შევხვდით ის თავის ჯადოსნობას დაკარგავს. გთავაზობთ რამდენიმე კერძს, რომელიც თქვენს ოჯახში ახალ არომატებს დაამკვიდრებს.
1. თხის ყველი სოკოზე
ამ კერძის მომზადებას განსაკუთრეული ინგრედიენტები არ სჭირდება. უბრალოდ სოკოს დაადეთ ყველი და შედგით რამდენიმე წუთით ღუმელში, შემდეგ დაუმატეთ სასურველი ბოსტნეული და მორთეთ მწვანილებით. მიუხედავად ასეთი მარტივი მომზადების წესისა შედეგი გასაოცარია.
2. ტრიუფელის სუპი კამით, თხილით და ბეკონით
არც თუ ისე ბევრი ადამიანი ამზადებს სუპებს საახალწლო ვახშმისთვის, თუმცა ეს არის კერძი, რომელიც სადღესასწაულო სუფრას განსაკუთრებულს გახდის.
3. საუკეთესო შემწვარი ინდაური
საახალწლო სუფრაზე ინდაურის კერძები ძალიან გავრცელებულია, კერძი კი რომელსაც ჯიმი ოლივერი ამზადებს ნამდვილად საუკეთესო არჩევანია.
4. შემწვარი სოკო წვრილად დაჭრილი ნიორით
საახალწლო სუფრები ძირითადად გაჯერებულია ხორცით, მაგრამ თუ თქვენ ხორცზე უარს ამბობთ, ან უბრალოდ არ გინდათ მსუყე კერძებით თავის დატვრითვა, მაშინ ეს კერძი იდეალურია თქვენთვის. მისი მომზადება ძალიან მარტივია, მაგრამ ამ კერძის არომატი ნამდვილად დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
5. კარტოფილი ყველ გორგონზოლასთან და თაფლთან ერთად
ალბათ იშვიათად მოიპოვება ადამიანი, რომელსაც კარტოფილი არ უყვარს, თუმცა საახალწლო სუფრაზე კარტოფილის კერძები დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. დასერილი კარტოფილი ცნობილ იტალიურ ყველთან და თაფლთან ერთად თქვენს ვახშამს განსაკუთრებულ არომატს შესძენს.
6. საშობაო „პავლოვას“ გვირგვინი
მსოფლიო კულინარიის სფეროში ცნობილი დესერტია „ანა პავლოვა“, რომელიც ახალ ზელანდიელმა კულინარმა რუსი ბალერინას ანა პავლოვას საპატივცემულად დაამზადა ჯერ კიდევ 1926 წელს. ეს კერძი საახალწლო სუფრის გალამაზებასთან ერთად ტკბილეულის მოყვარულებსაც აუმაღლებს განწყობას.