ზამთარი საუკეთესო დროა ტრადიციული ევროპული კოქტეილების დასაგემოვნებლად: სასიამოვნო, ტკბილი და თბილი. გთავაზობთ კოქტეილების მომზადების რამდენიმე მარტივ რეცეპტს, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ეს რეცეპტები არა მხოლოდ ახალი წლის ღამეს იქნება აქტუალური, რადგან გასახურებელი კოქტეილები ფრანგული არომატით განსაკუთრებული კომფორტის შეგრძენაბას ნებისმიერ დღეს შეგიქმნით.
1. გლინტვეინი MC TRADERS
ინგრედიენტები:
წითელი მშრალი ღვინო 150 მლ, ფორთოხლის ორი პატარა ნაჭერი, მწვანე ვაშლის ორი პატარა ნაჭერი, დაფქვილი დარიჩინი 1 გრ, შაქრის სიროფი cialis 20mg 20 მლ, ადუღებული წყალი 30 მლ, მიხაკი 5-6 ცალი, დარიჩინი ერთი ცალი, როზმარინი 2 გრ.
მომზადების წესი:
მეტალის ჭიქაში ჩაასხით ღვინო, დაუმატეთ ფორთოხლის ნაჭრები, ვაშლი, შაქრის სიროფი, დაფქვილი დარიჩინი და ადუღებული წყალი. შემდეგ ყავის მადუღარის დახმარებით გააცეხელეთ ეს ყველაფერი ისე, რომ არ ადუღდეს და ლატეს ჭიქაში ჩამოასხით.
2. ლონდონის ნავსადგური
ინგრედიენტები: წითელი მშრალი ღვინო 45 მლ, შავი რომი 20 მლ, ერთი ცალი ლიმონის ნაჭერი, ცოტა თხილი, წყალი 1/3 ჭიქა, შაქალი 10 გრამი, დარიჭინის ჩხირის 1/3.
მომზადების წესი: ადუღებულ წყალში დაუმატეთ შაქარი, დაუმატეთ ალკოჰოლური სასმელები, ლიმონი და დარიჩინი და დაასხით ცხელი წყალი. გაათბეთ 50-60 გრადუსზე. ბოლოს კი დაუმატეთ თხილი.
3. გლინტვეინ-მოკო
ინგრედიენტები:
მშრალი წითელი ღვინო - 75 მლ, შაქარი 15 გრ, კონიაკი 15 მლ, ყავა 30 მლ.
მომზადების წესი:
აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და გაათბეთ 70-80 გრადუსზე. ჭიქებში ჩამოასხით ცხელ მდგომარეობაში.