ახალი წლის დღესასწაულის ოჯახთან ერთად შეხვედრა ყველაზე სასიამოვნო დღეა მთელი წლის განმავლობაში. ამ დროს ხომ ყველა ადამიანს განსაკუთრებული განწყობა ეუფლება და ამ განწყობას გარშემომყოფების მხრიდან დიდი სიყვარულიც ემატება, რაც ბედნიერების შეუცვლელი რეცეპტია. თუმცა ამ შეგრძნების სრულყოფისთვის გემრიელი კერძების დამატებაც არ იქნებოდა ურიგო. ამიტომ გთავაზობთ სალათ „ოლივიეს“ რამდენიმე რეცეპტს, რომელიც თქვენს განწყობას ნამდვილად აამაღლებს და ოჯახის წევრების გულსაც მოიგებს.
რეცეპტი #1
ინგრედიენტები: მოხარშული კართოფილი, კვერცხი, მწვანე ბარდა, შემწვარი სტაფილო, კიტრის მწნილი, მოხარშული ქათმის ფილე, მარილი, მაიონეზი.
მომზადების წესი: მოხარშეთ კვერცხი, გაჭერით ორ ნაწილად, კვერცხი გულის დიდი ნაწილი დატოვეთ ერთ ნაწილში. დაჭერით სტაფილო და კარტოფილი. მოხარშული კვერცხის ცილა, ბოსტნეული და მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით წვრილად. დაუმატეთ მწვანე ბარდა, მარილი და აურიეთ მაიონეზთან ერთად. გადმოიტანეთ სალათი თეფშზე და დაადეთ თავზე ნახევარი კვერცხი.
რეცეპტი #2
ინგრედიენტები: კიტრი, კიტრის მწნილი, კვერცხი, მოხარშული კარტოფილი, მოხარშული ქათმის ფილე, ვარდისფერი პობიდორი, სალათის პომიდორი, მწვანილი, მაიონეზი, კამა, მარილი.
მომზადების წესი: მოხარშეთ კვერცხი, გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან (სალათისთვის მხოლოდ ცილა გამოიყენება). მოხარშული ქათმის ფილე, ცილა, კარტოფილი, ორივე სახის კიტრი და სალათის პომიდორი დაჭერით კუბიკებად. ყველა კომპონენტი აურიეთ ჯამში სანამ არ გაერთიანდება, დაუმატეთ მარილი და მაიონეზი. დაჭერით ვარდისფერი პომიბდორი კუბიკებად. კულინარიული ბეჭდის დახმარებით თეფშის შუაგულში გადმოიტანეთ სალათი, დაუმატეთ ვარდისფერი პომიდორი ბეჭდის დახმარებით. მორთეთ კერძი მწვანილებით.
რეცეპტი #3
ინგრედიენტები: მოხარშული კარტოფილი, მოხარშული სტაფილო, კვერცხი, კიტრის მწნილი, კრაბი, დაკონსერვებული ბარდა, წითელი ხიზილალა, მწვანე ხახვი, მარილი და სახლის მაიონეზი.
ინგრედიენტები სახლის მაიონეზისთვის: ზეითუნის ზეთი - 200 გრამი, კვერცხის - 2-3 ცალი, შაქარი - ერთი ჩაის კოვზი, მარილი ¼ ჩაის კოვზი, მდოგვი ½ ჩაის კოვზი, ლიმნის წვენი გემოვნებით.
მომზადების წესი:
მოამზადეთ სახლის მაიონეზი: კარგად აურიეთ კვერცხის გული შაქართან, მარილთან და მდოგვთან ერთად. ეტაპობრივად დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ლიმნის წვენი, ისევ აურიეთ ფრთხილად და ცოტა ხნით შედგით მაცივარში.
ბოსტნეული, მოხარშული კვერცხი და კრაბი დაჭერით კუბიკებად. ჩაყარეთ ისინი ჯამში, დაუმატეთ მარილი და აურიეთ. დაუმატეთ დაკონსერვებული ბარდა და წითელი ხიზილალა. მოასხით სახლის მაიონეზი და მორთეთ კერძი მწვანე ხახვით.