ნეაპოლიტანური პიცის მომზადების ხელოვნება იუნესკომაც აღიარა. ის უკვე მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავარობათაშორისი კომიტეტის რეგულარულ სხდომაზე მიიღეს. ამას კი წინ უძღვოდა ორი მილიონი ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია. ადგილობრივი პროფკავშირების ლიდერი სერჯიო მიკუ მოსახლეობას შეპირდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ისინი ნეაპოლის ქუჩებში პიცას უფასოდ დაარიგებდნენ.
ექსპერტებმა პიცის მომზადების ხარისხი და მეთოდები შეაფასეს. არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსის მოპოვების შემდეგ, მოსახლეობა ელოდება, რომ ნეაპოლის ათობით მზარეული ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის პიცას უფასოდ დაარიგებს.
ცოტა ხნის წინ კი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიას ბელგიური ლუდიც დაემატა. გავრცელებული ინფორმაციით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალი ოთხი ახალი ობიექტით შეივსო.