M&M's-ის კლასიკური საშობაო რეკლამა 1996 წლიდან, ყოველ წელს, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტელევიზიებში ხვდება. მოკლე რეკლამა, მოგვითხობს „წითელისა“ და „ყვითელის“ შემთხვევით შეხვედრას სანტასთან, რომელიც შოკოლადის ბურთულების დანახვისას გაოცებისგან გონებას დაკარგავს. ოდესმე თუ დაინტერესებულხართ რა მოხდა ამის შემდეგ? კომპანიამ ამ კითხვას 21 წლის შემდეგ ახალი სარეკლამო რგოლით გასცა პასუხი. სანტას გონების დაკარგვის შემდგომ ყვითელი თოვლის ბაბუის ფუნქციას ითავსებს, თუმცა ამ ყველაფერთან თავის გართმევა ძალიან უჭირს...