როგორ უნდა შევინარჩუნოთ სხეულის კარგი ფორმები? ამ კითხვაზე ყველაზე სწორი პასუხი ალბათ მოდელებმა იციან, რომელთათვისაც კარგი გარეგნობის შენარჩუნება მათი სამსახურია. წარმოგიდგენთ 8 წამყვანი მოდელის გამორჩეულ ციტატას, რომელიც ერთგვარი რჩევაა მათთვის, ვისაც სხეულის კარგი ფორმების შენარჩუნება სურს.
ნატალია ვოდიანოვა
ერთადერთი დიეტა, რომელსაც მე ვიცავდი სისხლის ჯგუფის მიხედვით შემუშავებული იყო. მე რამდენიმე წლის განმავლობაში მივყვებოდი ექიმის რეკომენდაციებს და რეზულტატით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. თუმცა ახლა უფრო გააზრებულად ვიკვებები, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
მირანდა კერი
ჩემი საკვების დაახლოებით 80% ჯანსაღია, 20% კი არც ისე. მიმაჩნია, რომ ეს იდეალური ბალანსია. არავის არ ვურჩევ სიამოვნებაზე საკუთარი არჩევანით უარის თქმას. ორი საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც მე მეხმარება, რომ კარგად გამოვიყურებოდე ნონის წვენი და ქოქოსის ზეთია, რომელსაც მე ვიყენებ როგორც საკვებში ასევე კოსმეტიკურ საშუალებებშიც.
ქეით მოსი
ნარკოტიკები და ალკოჰოლი ფაქტობრივად ყველა მოდელის პრობლემაა. მუდამ ხალხში გიწევს ტრიალი, მუდამ თამაშობ, არ გაქვს უფლება გამოიყურებოდე დაღლილად ან იყო ავად. მაგრამ მე სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიყავი რამდენჯერმე, ამიტომ დამიჯერეთ. ალკოჰოლი და ნარკოტიკები - ეს სიკვდილია. უმჯობესია მიატოვო საქმე, რომელიც გაიძულებთ იქცეთ ასეთად, ვიდრე სერიოზულად გაგიტაცოთ ნარკოტიკებმა და ალკოჰოლმა. წლებთან ერთად ხვდები, რომ ყველაზე კარგი რამ რაც გაგაჩნია შენი ინდივიდუალობაა. ის რაც ბუნებამ მოგცა. მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველტვის გამხდარი ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ დაავადებული ანორექსიით, ყოველთვის ბევრს ვმოძრაობდი - იქნებოდა ეს სპორტი თუ ცეკვები, კარგად მეძინა. მცირე ნაბიჯი, რომელიც შეიძლება კარგი გარეგნობისკენ იქნას გადადგმული - მარილის მოხმარების შეწყვეტაა.
როზი ჰანტინგტონ-უაიტლი
ახლა ისეთი დროა, როდესაც სწრაფი კვების ობიექტების საკვების მოხმარება და მაღალკალორიული დესერტების ჩანაცვლება სხვა გემრიელი საკვებით ძალიან მარტივია. ჩემი არჩევანია - ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადახვიდე. საჭიროა მცირე გახდომა - იმოძრავეთ მეტი და მოუფრთხილდით ყკბილეულსა და ნახშირწყლებს. არასდროს არ მიყვარდა დიეტები და კვების განსაზღვრული რეჟიმი.
ირინა შეიკი
ბევრს ჰგონია, რომ მოდელები საერთოდ არაფერს მიირთმევენ. თუმცა უნდა მნახოთ რესტორანში! ვფიქრობ, მთავარი ბალანსის დაცვაა: ჭამეთ რაიმე ზედმეტი - მეორე დღეს გაეშურეთ სპორტდარბაზისკენ და კარგად იმუშავეთ. შეიყვარეთ საკუთარი სხეული.
მონიკა ბელუჩი
მე იტალიელი ვარ, იტალიელებისთვის კი საკვები ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კალორიები და სხეულისთვის საჭირო ენერგია. თუ მე მსურს საღამოს ერთი თეფში პასტის ჭამა, აუცილებლად ვიზამ ამას. მართალია, ასაკთან ერთად ასეთი საღამოები უკვალოდ არ ქრება, თუმცა სიტუაციის დასარეგულირებლად არსებობს სპორტი. მე ზუსტად ვიცი, რომ გადაღებებზე სულ სხვა ზომები მაქვს, რეალურ ცხოვრებაში კი სხვა. ამიტომ თუ მე მსურს წონაში სწრაფად კლება - მზად ვარ დროებით კვების რაციონიდან ამოვიღო დესერტი.
ჟიზელ ბიუნდჰენი
როდესაც თქვენ არ აქცევთ ყურადღებას თუ რას მიირთმევთ - თქვენ ნაგვის ურნად გადაიქცევით. საკვების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ჩემს შვილებზეც ვრცელდება. ჩვენი კვების რაციონი ხილისა და ბოსტნეულისგან შედგება, დესერტი კი მშრალი ხილი და კაკაოა. იმისთვის, რომ ფორმაში ძალიან სწრაფად მოვიდე მჭირდება მკაცრი დიეტა და შედარებით მეტი სპორტი.