წვეულება არასდროს ჩაივლის ტორტის გარეშე, თუმცა როცა საქმე ვარსკვლავებს ეხებათ, ისინი საკუთარ გრანდიოზულ ქორწილში სტუმრების გაოცებას უზარმაზარი საკონდიტრო ხელოვნების ნიმუშით ახერხებენ.
შესაძლოა ზოგიერთის ფასი ძნელად დასაჯერებელ რიცხვს უტოლდებოდეს, თუმცა ცნობილი სახეები ქორწილში ესთეტიკური ტკბობისა და ტკბილი გემოსთვის თანხას არ ზოგავენ.
ქლოე კარდაშიანი და ლამარ ოდომი
კარდაშიანისა და ოდომის საქორწინო ტორტი 5 სართულიანი იყო, შავ–თეთრ ფერის აქცენტებით გადაწყვეტილი. შიგთავსი შოკოლადის კრემია და თეთრი შოკოლადის დეტალებით გაფორმდა ტორტის ვიზუალიც.
ტომ კრუზი და ქეითი ჰოლმსი
ტომ კრუზისა და კეითი ჰოლმსის იტალიურ ქორწილში წყვილმა თეთრი შოკოლადის მუსის 5–სართულიანი ტორტი შეარჩიეს და მარციპანის ვარდებით გააფორმეს.
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი
ბრედისა და ანჯელინას ტორტი განსაკუთრებული იმით არის, რომ ის მათმა შვილმა პაქსმა გააკეთა. (ჯოლის საქორწინო კაბა კი ბავშვების ნახატებით იყო გაფორმებული)
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი
ეს იყო ხილის ტორტი, რომელიც 8 სართულისგან შედგებოდა და მისი ფასი 80 000$ იყო.
ჯორჯ ქლუნი და ამალ ალამუდინი
4–სართულიანი კლასიკური ტორტი, ოთხკუთა სტილითა და შოკოლადის შიგთავსით ვენეციაში წყვილის ქორწილს ამშვენებდა.
ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი
წყვილისთვის ელეგანტური ვანილის ტორტი ატმითა და გარგრით საკმარისი არ აღმოჩდა და მათ გადაწყვიტეს სტუმრებისთვის დამატებით მრავალფეროვანი ასორტიმენტი შემოეთავაზებინათ.