ცნობილი ფაქტია, რომ Victoria’s Secret-ის მოდელები შოუზე გამოსვლის წინ ძალიან ბევრს ვარჯიშობენ და უმაკცრეს დიეტებს იცავენ, თუმცა ძალიან ცოტა ლაპარაკობს იმაზე თუ რას მიირთმევენ ისინი შოუს შემდეგ, როდესაც ყველაფერი ჩავლილია და ლამაზმანებისთვის თავისუფალი, დასვენების წუთები იწყება.
კარლი კლოსი
„პირველი, რისი ჭამაც მინდება შოუს შემდეგ არის ძალიან კარგი პიცა, რომელიც დღეს საღამოს წვეულებაზე იქნება“
ალანა არინგტონი
„გეფიცებით პირველი, რაც შოუს მერე უნდა გავაკეთო კარგი ჩიზბურგერის ჭამაა - ეს ჩემი შოუს შემდგომი აუცილებლობაა. შემდეგ კი მთელი ღამის განმავლობაში ვიცეკვებ!“
ბელა ჰადიდი
„მე უკვე მზად მაქვს 10 ყუთი პიცა და ჭიქა შამპანიური.“
ლილი ოლდრიჯი
„ჩემი საყვარელი საკვები ინდური სამზარეულოა.“
ჟასმინ ტუკსი
„პირველი, რასაც შოუს შემდეგ შევჭამ პიცა პეპერონია, რადგან ჩვენ ყოველთვის ძალიან მხიარული პიცას დღესასწაული გვაქვს.“
კარლი კლოსი (ისევ)
„ძალიან მიყვარს ტკბილეული, ამიტომ ყოველთვის, როცა შავ შოკოლადს ვხედავ მაშინვე მისი ჭამის სურვილი მიპყრობს.“