აბაშიძის 34/36 ნომერში რესტორანი La Boheme მდებარეობს და ქუჩის გადატვირთულ სარესტორნო ქსელში განსხვავებული სტილით პოზიციონირებს. თანამედროვე ინტერიერისა და ჩრდილო აფრიკული მოტივების სინთეზი La Boheme-ში მყუდრო გარემოს ქმნის, ხოლო მრავალფეროვანი მენიუ იქაურობას თავისთავად პრივილეგირებულ სტატუსს ანიჭებს.
ეს არის ადგილი იმ ნამდვილი გურმანებისთვის, ვისაც სურთ შეიგრძნონ განსხვავებული არომატი. ამ მხრივ, La Boheme-ში ხმელთაშუაზღვის სამზარეულოს უნიკალურობის დაგემოვნებას შეძლებთ, რაზეც შეფმზარეული ენზო ნერი ზრუნავს. წარმოშობით იტალიელი კულინარის კარიერა სამშობლოში დაიწყო, ხოლო მოგვიანებით, ლონდონსა და დუბაიში გამოცდილების მიღება გაარძელა. მას შემდეგ, რაც ენზო ქართულ კულტურასა და სამზარეულოს სპეციფიკას გაეცნო, თბილისში La Boheme-ს რესტორნის სამზარეულოს მულტიკულტურული მიმართულების გემოვნებით დაბალანსებაზე მუშაობს.
რა წარმოადგენს თქვენს ორიენტირს რესტორანში La Boheme?
მე, როგორც იტალიელს, საკუთარი ქვეყნის ტრადიციული კერძების მომზადება და მათი გათანამედროვება მხიბლავს. სწორედ იგივე პრინციპით, აღნიშნული გატაცება La Boheme-ში ხმელთაშუა ზღვის რეგიონის 21-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. შესაბამისად, მრავალფეროვანი მენიუ ყველა კუთხის გამორჩეულ კერძებს და მათი დახმარებით წარმატებული ექსპერიმენტების ნაზავს ქმნის, რასაც La Boheme-ში მოსული სტუმარი აგემოვნებს.
როგორია თქვენი მუშაობის სპეციფიკა?
როგორც აღინიშნა, მე ინგრედიენტებთან ექსპერიმენტები მიყვარს და მათ ნარჩევ სახეობას ვიყენებ, რომელსაც გემოს ხაზის გამოკვეთის უნარი აქვს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არ მოვიხმარ დიდი რაოდენობით ცხიმს, ფქვილსა და კრემს. კერძები მაქსიმალურად ჯანსაღია.
რითი ხასიათდება თქვენ მიერ მომზადებული, ასევე ნაკლები ხელოვნური დანამატით შექმნილი, უკვე კარგად ცნობილი კოქტეილები და სასმელი La Boheme-ში?
კოქტეილის გემოს ქმნის არა კონცენტრირებული ვაჟინი, არამედ ნატურალური პროდუქტები. მაგალითად, ახლადდაწურული წვენი. მიდგომა კი სტუმრისთვის ყოველთვის შესამჩნევია. ასევე მიყვარს „მოჰიტოს“ მსგავსი ტრადიციული კოქტეილების ახლებური გემოს შეთავაზება. სხვადასხვა სასმელის ჰარმონიული შეთავსება ჩემი საფირმო კოქტეილის მთავარი საიდუმლოა.
ამჟამად, რა ტიპის აქტუალური კერძებია შეთავაზებაში?
შემოდგომის მიწურულს, ზამთრის დადგომას ვეგებებით და La Boheme-ც კერძების სეზონს მუდმივად განახლებადი სახით ხვდება. ჩვენი საფირმო კერძი – მადისაღმძვრელი საქონლის ნეკნი, ხავერდოვანი გოგრითა და ჯანჯაფილის პიურეთი, აქტუალობას არ კარგავს. ასევე პიცის კრეკერები თაფლითა და ნიგვზით. დესერტად შეგიძლიათ მიირთვათ პანაკოტა, მარაკუიას არომატით, ან კიდევ სხვა უგემრიელესი დესერტები, როგორებიცაა: კრემ ბრულე, ტირამისუ, შოკოლადის ფონდანტი.