მიუხედავად იმისა, რომ ირინა შეიკი ამ წლის მარტში პირველად გახდა დედა, სექსუალური ფორმების აღდგენა სუპერმოდელმა ძალიან მალე მოახერხა და შეიძლება ითქვას, რომ ახლა კიდევ უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე მშობიარობამდე. ცნობილი მოდის ბრენდები კვლავ აგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას მოდელთან, თუმცა შვილის - ლეი დე სენას დაბადების შემდეგ ირინა განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს პროექტებს - შეიკი ცდილობს რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს საკუთარ შვილთან და ნაკლემად მიატოვოს ლოს-ანჯელესი.
თავისუფალ დროს მოდელი შვილთან ერთად სეირნობს, ხშირად მას მეუღლე - ბრედლი კუპერიც ახლავს თან. ირინა შეიკი ყიდულობს ეკო-პროდუქტებს ფერმერების ბაზარში და ბევრ დროს ატარებს მეგობრებთან ერთად. ლამაზმანი Instagram-ზე ხშირად ათავსებს იმ საკვების სურათებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სუპერმოდელთა ტაბუდადებულ რაციონში შედის.
ირინა შეიკმა დიდი ხნის წინ დაამტკიცა, რომ ის არ ემორჩილება მოდის სფეროში არსებულ სტერეოტიპებს - სუპერმოდელი ახერხებს შეინარჩუნოს იდეალური სხეული ისე, რომ უარი არ თქვას სწრაფი კვების ობიექტების საკვებსა და ტკბილეულზე. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ირინა გვიან ღამით, მეგობრებთან ერთად სტუმრობს სწრაფი კვების ობიექტს. ვიდეოში მას კარტოფილი ფრი და ბურგერი უჭირავს. ბრედლი კუპერის მეუღლე გამოტყდა, რომ ის არასდროს იცავდა მკაცრ დიეტებს. მისი ლამაზი სხეულის საიდუმლო მის გენებში და აქტიურ სპორტულ ცხოვრებაშია.