საახალწლო საჩუქრის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცედურაა, მით უმეტეს თუ საჩუქრის ადრესატს კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ ხანდახან მათზე პატარა დეტალის ცოდნაც საკმარისია, რომ იდეალური საახალწლო საჩუქარი შევურჩიოთ. კომპანია Nespresso-მ ყავის აქსესუარების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა - Festive, რომელიც კომპანია Craig & Karl-თან კოლაბორაციის შედეგია. დიზაინერებმა ყავის უბრალო აქსესუარები სხვადასხვანაირად გააფორმეს. ასეთი აქსესუარებით ახალი წლის დილა განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება.
აქსესუარების გარდა Nespresso-მ Variations Confetto-სთან ერთად ახალი ლიმიტირებული ყავის 3 არომატი შექმნა: Snowball - ქოქოსისა და ვანილის გემოთი, Orangette - ფორთოხლისა და შოკოლადის არომატით და Liquorice - რომელიც გემრიელი ტკბილეულის გემოთი გამოირჩევა.
მათ ვისაც ჯერ კდიევ არ აქვთ ყავის მოსამზადებელი სპეციალური აპარატი განსაკუთრებულად კარგი საჩუქარი იქნება კომპანიის ახალი მოდელი Expert, რომელიც თავის სახელს ნამდვილად ამართლებს. აპარატს ყავის 4 სახეობის მომზადება შეუძლია: რისტრეტო, ესპრესო, ლუნგო და ამერიკანო, რომელიც Nespresso-მ პირველად წარმოადგინა.