სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური სამზარეულოები მოგზაურებს სთავაზობენ არა მარტო ორიგინალურ გემოებს და ეგზოტიკურ პროდუქტს, არამედ საკვებს, რომლის გამოც გურმანები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. ეს დელიკატესები აერთიანებენ გასტრონომიულ ტურიზმსა და ექსტრემალურ გართობას და ჩვეულებრივ სადილს საშიშ თავგადასავლად აქცევენ. ზამთრის დასვენებებისა და მოგზაურობის სეზონი ახლოვდება, ამიტომ წარმოგიდგენთ შვიდ კერძს, რომელიც უნდა გასინჯოთ იმ შემთხვევაში თუ მოგზაურობისას ექსტრემალური თავგადასავლები გიზიდავთ.
ფუგუ - იაპონია
ეს იაპონური ნაციონალური საკვები მსოფლიოში ყველაზე საშიშ კერძად არის მიჩნეული - მისი ორგანიზმი შეიცავს საწამლავს, რომლის სისხლში მოხვედრაც რამდენიმე საათის შემდეგ იწვევს უეცარ სიკვდილს. მხოლოდ ნამდვილ პროფესიონალ მზარეულებს შეუძლიათ მისი მომზადება ისე, რომ გამოაცალონ მას საწამლავი და კერძი უსაფრთხო გახადონ ადამიანისთვის. იაპონიაში ყოველწლიურად ამ თევზისგან გარდაცვალების 10 შემთხვევა ფიქსირდება.
ყველი კასუ მარცუ - იტალია
ყველის ამ სახეობის დასაგემოვნებლად სარდინიას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. ყველი შეიცავს ყველის მწერები, სწორედ ამიტომ მის მოყვარულებს ურჩევენ ჭამისას თვალების ახვევას, რადგან შესაძლოა ეს არსებები თვალში ჩაგივარდეთ, რადგან მათ 15 სანტიმეტრზე შეუძლიათ ამოხტომა. ამ საკვებს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქცია.
კასავა - აფრიკა
აფრიკაში საკვების ეს სახეობა ძალიან გავრცელებულია. პროფესიონალები მას კარგად წმინდავენ, რადგან მისი არასწორი მომზადების შემთხვევაში შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვიოს - კასავა შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს.
გოლდშლეგერი - შვეიცარია
შვეიცარიული შნაპსს ძალიან სასიამოვნო გემო აქვს, თუმცა შესაძლოა მისი გასინჯვა არც თუ ისე კარგად დასრულდეს. უსაფრთხოებისთვის ყველა ბოთლში სპეციალური საცერია განთავსებული, რადგან ის შეიცავს ოქროს მარცვლებს.
ჰაუკარლი - ისლანდია
ისლანდიური ნაციონალური საკვები ჰაუკარლი ვიკინგების მემკვიდრეობად არის მიჩნეული, სწორედ ამიტომ ის მსოფლიოს სხვადასხვა კუტხიდან უამრავ ტურისტს იზიდავს. მას გრენლანდიური პოლარული ზვიგენისგან ამზადებენ, მათ არ აქვთ თირკმელი და საშრდე სისტემა. ორგანიზმის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე ტოქსიკური ნივთიერებები მისი კანიდან გამოდის, ამიტომ თევზის ხორცი ამიაკით არის გაჟღენთილი. იმისთვის, რომ ზვიგენისგან მომზადებული კერძი უსაფრთხო გახდეს ადამიანებისთვის, ხორცს კარგად ამუშავებენ და 6-8 კვირის განმავლობაში ინახავენ სპეციალურ კონტეინერებში, შემდეგ კი რამდენიმე თვის განმავლობაში სუფთა ჰაერზე ამყოფებენ. მისგან მომზადებული კერძი ძალიან უსაიმოვნო სუნით გამოირჩევა, თუმცა აქვს საინტერესესო და სპეციფიური გემო. არასწორი მომზადების შემთხვევაში კერძში არსებული ტოქსიკური ნივთიერებებიდან გამომდინარე, ის შესაძლოა საშიში გახდეს ადამიანის ორგანიზმისთვის.
ბაყაყი ბიკი - ნამიბია
პოპულარული კერძის მოსამზადებლად ნამიბიაში მსუქან ბაყაყ-ბიკს იყენებენ, რომელსაც ღამურების გადაყლაპვაც კი შეუძლიათ. ნამიბიის მცხოვრებლებს სჯერათ, რომ წვიმების სეზონის დროს ბაყაყი ნაკლებად შხამიანია. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძი მომზადდეს სწორად ისე, რომ ტოქსიკური ნივთიერებების უმეტესი ნაწილი განადგურდეს. მაგალითად აუცილებელია ბაყაყის შინაგანი ორგანოებისგან გაწმენდა, რადგან აქ ყველაზე საშიში ნივთიერებებია თავმოყრილი.
რამბუტანი - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია
ამ კერძს ძალიან კარგი გემო აქვს, რომელიც ერთდროულად მარწყვს, ყურძენსა და ჟოლოს მოგვაგონებს. ბევრი ტურისტი სიამოვნებით სინჯავს რამბუტანს და ეჭვიც არ აქვთ, რომ შეიძლება ეს კერძი საშიში აღმოჩნდეს. გურმანებმა უნდა იცოდნენ, რომ ფერმენტების გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა ალერგია ან გულისრევა გამოიწვიოს, ამიტომ გირჩევთ, თუ ოდესმე ამ კერძის გასინჯვა მოგიწევთ ეცადეთ არ მიირთვათ ის დიდი რაოდენობით.