დიეტოლოგები და პროფესიონალი მწვრთნელები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ადამიანები დაარწმუნონ იმაში, რომ წონაში დასაკლებად არა შიმშილი, არამედ სწორი კვებაა საჭირო. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სისტემატიურად ვარჯიშობთ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რეცეპტს, თუ როდის და რომელი საკვები უნდა მიიღოთ იმისთვის, სხეულის კარგი ფორმები ჩამოიყალიბოთ.
ნებისმიერ დროს
ვარჯიშამდე და მის შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოთ წყალი - ეს დაგეხმარებათ სხეულში წყლის რაოდენობის დაბალანსებაში და თქვენი ორგანიზმის მთლიან აქტივობას გაზრდის. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ „მშრალად“ ვარჯიში 10%-ით ნაკლებად ეფექტურია. ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე ექიმები გირჩევენ ერთი ჭიქა წყლის დალევა, ვარჯიშის დროს კი ყოველ 15-20 წუთში ცოტა წყალის მიღებაც საკმარისია. ცნობილი მოდელი ირინა შეიკი ამ მეთოდს აქტიურად იყენებს.
ვარჯიშამდე 2-3 საათით ადრე
თქვენი კვების რაციონი უნდა შედგებოდეს ცხიმებისგან, ცილებისგან და ნახშირწყლებისგან. ვარჯიშის დაწყებამდე 2-3 საათით ადრე ცილების მისაღებად კარგია კვერცხის, თევზის, ხორცის და კრევეტების ჭამა. ნახშირწყლების მისაღებად ბულგარული და წიწიბურა გამოიყენეთ. ცნობილი მოდელი იზაბელ გულარი ვარჯიშის წინ ბრინჯს და ბოსტნეულიან ინდაურს მიირთმევს.
ვარჯიშამდე 15 წუთით ადრე
ვარჯიშის დაწყების წინ აუცილებელია, რომ ორგანიზმი არ იყოს მოდუნებული, სხეულის გაძლიერებაში კი ბანანი, ქიშმიში ან ვაშლის პიურე დაგეხმარებათ. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ცოტა შოკოლადიც კი მიირთვათ.