ადამიანების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ყავის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, განსაკუთრებით კი დილის საათებში, თუმცა ყავის გარეშე ცხოვრება არც თუ ისე რთულია, თუ მას კარგ შემცვლელს მოუძებნით. გვინეტ პელტროუ უკვე მრავალი წელია დილაობით მიირთმევს ლატეს, რომელსაც ჯანჯაფილითა და კურკუმით ამზადებს. ეს სასმელი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის - მკვეთრად აძლიერებს იმუნიტეტს.
ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი ახალი კურკუმი
1 ჩაის კოვზი გაწმენდილი და დაჭრილი ჯანჯაფილი
1 სუფრის კოვზი ქოქოსის შაქარი
2 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი
ცოტა ზღვის მარილი
1 ჭიქა ნუშის რძე
დაფქვილი შავი წიწაკა
1. ჩაყარეთ კურკუმი, ჯანჯაფილი, ქოქოსის შაქარი, ქოქოსის ზეთი და ცოტა მარილი ბლენდერში
2. გააცხელეთ ნუშის რძე პატარა ქვაბით, ადუღეთ საშუალო ცეცხლზე
3. ჩაასხით ცხელი ნუშის რძე ბლენდერში და აურიეთ. შემდეგ დაისხით ჭიქაში და დაუმატეთ დაფქვილი შავი წიწაკა.