Disney–ის გასართობ ქალაქში, ატრაქციონებთან ერთად ასეთივე შთამბეჭდავ კერძებსაც შეხვდებით.
გემრიელი ნუგბარის ასორტიმენტი პრაქტიკულად უთვალავია– კლასიკური მაკარუნები თუ ჰოთ–დოგები.
რამდენიმე მათგანი გამორჩეულად საინტერესოა და ტურისტებს განსაკუთრებით აღაფრთოვანებს.
კონკიას შოკოლადის ,,ბროლის“ ქოში
ცნობილი დესერტი თქვენი სურვილის მიხედვით, თეთრი ან რძიანი შოკოლადისგან დამზადდება. მას ხშირად ნიშნობის დღესასწაულისთვისაც უკვეთავენ ხოლმე.
ჰოთ–დოგი ბევრი ყველითა და ჩილით
Casey's Corner წარმოგიდგენთ ჰოთ–დოგს, რომლის ინგრედიენტებიც მაკარონი, ყველი და ბეკონია. თუ სურვილი გაქვთ, ჩილისაც დაამატებენ.
მაკარუნისა და ნაყინის სენდვიჩი
ეს ერთ–ერთი საუკეთესო მიგნებაა. შოკოლადისა და მარწყვის მაკარუნებს სხვადასხვა ნაყინის გემოს მოარგებთ.
სადილი კონუსში
ვაფლში ათქვეფილი კვერცხი და ბეკონია მოთავსებული.
მიწისთხილის კარაქის მილქშეიკი
ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მილქშეიკია, რომელიც ვინტაჟურ კაფეშია ( '50's Prime Time Cafe) ხელმისაწვდომი.
ყველი ჩედარის კრემ–სუპი
რომლის დასაგემოვნებლადაც უამრავი ადამიანი upscale Le Cellier steakhouse –ს სტუმრობს და ხშირად მათ ლეგენდარულ სტეიკსაც ყველის კრემ–სუპს ამჯობინებენ.
დაბრაწული ქათამი
დეიდა ლიზას დაბრაწული ქათამი ყველასთვის კარგად ნაცნობია, გარნირად კერძს სიმინდი და კარტოფილის პიურე აქვს.
მიკი მაუსის ვაფლი
რა თქმა უნდა, დისნეის სამყაროს მიკი მაუსი არასოდეს მობეზრდება. ასეთი ვაფლის შეძენა პარკში რამდენიმე ადგილასაა შესაძლებელი.
ვაშლი შოკოლადში
ასეთ დესერტს თქვენი გემოვნების მიხედვით, სხვადასხვა პერსონაჟების ვიზუალითაც მოგართმევენ.
ინდაურის ბარკალი
არაუშავს, თუ საკმაოდ მოზრდილი ნაჭრით ხელში შესაძლოა გამოქვაბულის ბინადარს დაემსგავსოთ, გემო ამად ღირს და დისნეის პარკში მისი შეძენა რამდენიმე ლოკაცია შეგიძლიათ.