Dolce & Gabbana-მ მაკარონების მწარმოებელ იტალიურ ბრენდთან Pastificio di Martino კოლაბორაცია დააანონსა. თანამშრომლობის რეზულტატი ლიმიტირებული კომპლექტი გახდა, რომელიც წინსაფარისგან, სამი სახის პასტისგან და მათი შესანახი ქილისგან შედგება. შეფუთვის პრინტი Dolce & Gabbana-ს დიზაინით შეიქმნა. ლიმიტირებული კომპლექტი 5000-იანი ტირაჟით გამოვიდა. ბრენდმა ასევე სარეკლამო კამპანიაც გადაიღო - 30 წამიანი ვიდეო, სადაც მოდელები სპაგეტის მიირთმევენ. კოლექციას 15 ნოემბერს ლონდონში წარადგენენ.