ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ყავა ძალია კარგი სასმელია, განსაკუთრებით დილით, როდესაც ძილთან გამომშვიდობება ყველაზე მეტად არ გვსურს. გარდა გამოფხიზლებისა ის კარგი და მრავალფეროვანი გემოთიც გამოირჩევა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის - ყავას აქვს 10 განსაკუთრებული თვისება, რომელიც ჩვენი სხეულის გამოუჯობესებისთვის აუცილებელია.
1. ყავა წონის კლებაში გვეხმარება
ყავა გვეხმარება გახდომაში და 10%-ით ზრდის სხეულში მეტაბოლიზმის დონეს, რომელიც კარგი სხეულის შესანარჩუნებლად აუცილებელია.
2. აუმჯობესებს ხასიათს
თუ თავად თქვენთვის ყავა არ არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გამოფხიზლებაში გემხარებათ, ალბათ ასეთ ადამიანებს მაინც იცნობთ. ყავას მართლაც აქვს უნარი გააუმჯობესოს ხასიათი და ამას მეცნიერებიც ადასტურებენ. ყავა ორგანიზმში ზრდის სეროტონინისა და დოპამინის დონეს - სწორედ ეს ჰორმონებია პასუხისმგებელი ჩვენს ბედნიერ განწყობაზე.
3. ამცირებს დიაბეტის რისკებს
ყავა ეხმარება ჩვენს სხეულს სისხლში დაარეგულიროს შაქრისა და ინსულინის დონე. ეს არ არის ჯადოქრობა და ვერ დაეხმარება მათ, ვისაც უკვე აქვს დიაბეტი, თუმცა ყავან ანმდვილად სწორი გზაა დიაბეტის პრევენციისთვის.
4. გინარჩუნებთ სიცოცხლეს
ყავის ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისებაა, რომ ის ეფექტურად ებრძვის ღვიძლის კიბოს წარმოქმნას, ამისთვის კი საკმარისია დღეში 2 ჭიქა ყავის მიღება.
5. აძლიერებს ტვინის აქტიურ მუშაობას
რა თქმა უნდა მხოლოდ ყავის საშუალებით ვერ შეძლებთ გამოცდის ჩაბარებას, თუმცა თუ მას დამატებით სტიმულატორად გამოიყენებთ ეს სასმელი დაგეხმარებათ უფრო კარგად დაიმახსოვროთ სასწავლი მასალა. ასევე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დღეში ორი ჭიქა ყავის მიღება ალცჰაიმერის დაავადების რისკებს ამცირებს.
6. აუმჯობესებს გულის მუშაობას
არსებობს მითი, რომ ყავა ცუდია ჩვენი გულისთვის, თუმცა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ის პირიქით ეხმარება გულს უკეთ მუშაობაში და ამცირებს ინსულტისა და ინრფაქტის რისკებს.
7. გიცავთ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან
თუ ბავშვობაში გაიძულებდნენ გეჭამათ სტაფილო იმისთვის, რომ კარგი მხედველობა გქონოდათ, ახლა შეგიძლიათ ეს ბოსტნეული ყავით ჩაანაცვლოთ.
8. გიცავთ სიმსივნის წარმოქმნისგან
მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ყავის რეგულარული გამოყენება ამცირებს სიმსივნის წარმოწმნის რისკებს.
9. გიხანგრძლივებთ ცხოვრებას
შეიძლება ძალიან უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყავის რეგულარული მოხმარება გიხანგრძლივებთ ცხოვრებას. ასე, რომ თამამად დაიხმარეთ ეს სასმელი გამოსაფხიზლებლად.
10. გეხმარებათ სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაში
ყავის მოხმარება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში, რაც თავის მხრივ კარგი სექსუალური ცხოვრებისთვისაა საჭირო.