ოდესმე შეგიხედავთ სპორტული ავტომობილისთვის და გიფიქრიათ რომ სჯობდა დიდი იახტა ყოფილიყო? თუ დიახ, მაშინ ლამბორჯინმა The Italian Sea Group-თან ერთად თქვენი სურვილი გაითვალისწინა და 3.4 მილიონი $ ღირებულების იახტა შექმნა. კომპანიის დირექტორმა, სტეფანო დომენიკალმა განაცხადა: "რომ წარმომედგინა ლამბორჯინი წყალზე, ის ზუსტად ასეთი იქნებოდა. მიხარია, რომ ასეთი წარმატებული კოლაბორაცია გამოგვივიდა."
იახტის შეძენის მსურველებს ექტერიერის ფერის ფართო არჩევანს სთავაზობენ, ინტერიერი კი ორ ვარიანტშია შემოთავაზებული. მას ახასიათებენ როგორც ინოვაციურ მოდელს, რომელიც ხარისხის, შესრულების, დიზაინის და მახასიათებლების უმაღლეს დონეს წარმოაჩენს.