როგორ დავიკლოთ წლები პლასტიკური ქირურგიის გარეშე? ამაზე პასუხი ძალიან მარტივია, რადგან დღევანდელ რეალობაში თანამედროვე კოსმეტოლოგიის შესაძლებლობები უსაზღვროა. შეგვიძლია ოპერაციის გარეშე მივიღოთ ის შედეგი, რომელიც გვსურს, მთავარია მივიდეთ სპეციალისტთან და დარწმუნებული ვიყოთ უსაფრთხო და ჩვენთვის სასურველ შედეგში. OK! Magazine Georgia იმიჯმეიქერ ანამარიას გაგაცნობთ, რომლის პროფესიული კარიერაც უკვე მრავალ წელს ითვლის. ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ თავად უამბობს ჩვენს მკითხველს.
ანამარია სად მიიღეთ განათლება და როდიდან მოღვაწეობთ ესთეტიკისა და სილამაზის სფეროში?
2002 წლიდან ვმოღვაწეობ ესთეტიკისა და სილამაზის სფეროში. თავიდანვე დამაინტერესა ამ სპეციალობამ და გადავწყვიტე უფრო მეტად ჩავღრმავებოდი, ამიტომ ყოველ წელს გავდიოდი სტაჟირებებს სხვადასხვა სასწავლებლებში. ჩემი პირველი პაციენტი დიანა აბაშიძე იყო.
ვისწავლე მოსკოვის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში - აკადემია მერლინში, თუმცა ამან არ დამაკმაყოფილა და 2017 წელს გადავწყვიტე სწავლა ბრანკო ბაბიკის აკადემიაში გამეგრძელებინა, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველია ამ მიმართულებით. ჩემი პედაგოგი თავად ბრანკო გახლდათ, ძალიან გამიმართლა ამაში, რადგან მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა უმნიშველოვანესი აღმოჩნდა ჩემი კარიერული ზრდისთვის.
რა მასალებს იყენებთ მუშაობის პროცესში?
ვიყენებ მხოლოდ მაღალ ხარისხიან მასალებს, რომელთა ღირებულებაც საკმაოდ მაღალია, თუმცა შედეგი იმ წამსვე თვალსაჩინოა. ხარისხიანი პრეპარატებით მიღწეული შედეგი ბევრად ეფექტური და უსაფრთხოა. სიმართლე გითხრათ ანალოგი დღემდე არ შემხვდედრია საქართველოში, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთან მოსულ თითოეულ პაციენტს შეუძლია დარწმუნებული იყოს მიღებულ შედეგში და მის უვნებლობაში.
რამდენად არის შესაძლებელი არასწორი და არასასურველი შედეგის გამოსწორება?
ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია, უბრალოდ დროსთან არის დაკავშირებული. პირადად მე არაერთი მსგავსი შემთხვევა მქონია, როდესაც პაციენტი ჩემთან არასასურველი შედეგით მოსულა და მივსულვართ იმ შედეგამდე, რომელიც მას თავდაპირველად სურდა. ასე, რომ საშიში და სანერვიულო არაფერი არაა თუ თქვენს ვიზუალს პროფესიონალს მიანდობთ.
მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ფოტოებს, თუ როგორი მდგომარეობა იყო ჩემს მიერ ჩატარებულ პროცედურამდე და როგორი გახდა ტუჩი პროცედურის შემდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არავინ ვართ დაზღვეული არასასურველი შედეგისგან და ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია.
რა იწვევს არასასურველი შედეგის მიღებას?
არასასურველ შედეგს იწვევს ქიმიური პიგმენტების გამოყენება და ასევე აკვარელის დაფერვით მიღებული შედეგი. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ეს გართულებები და პრობლემები მნიშვნელოვანია სწორი ტექნიკა და ხარისხიანი მასალის გამოყენება.
როგორ გავარჩიოთ ხარისიხანი და არახარისხიანი მასალები?
სპეციალისტს აუცილებლად უნდა ქონდეს მისი ნამუშევრების ფოტოები, არა ახალი გაკეთებული არამედ 2 თვიდან ზემოთ. ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს რამდენად ხარისხიანია შედეგი.
პროცედურები, როლებსაც სთავაზობთ მომხმარებლებს?
წარბის მიკრობლეიდინგი - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროცედურა ქალბატონებში, რაც მოიცავს წარბის ფორმის შეცვლას, ასიმეტრიის გასწორებას, მზერის გაშლას. მოშუშებას ესაჭიროება მაქსიმუმ 1 კვირა.
თვალის კონტურინგი - თვალთან დაკავშირებით ხშირად ვხვდებით ასიმეტრიულ პრობლემებს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს პრობლემად აღარ ითვლება. ეს პროცედურა ტარდება რამდენიმე სახით - წამწამებს შორის, ლაინერის სახით და ჩრდილის სახით. შეუღებავ თვალზე უნდა გამოიყუებოდეს ძალიან ბუნებრივად. შედეგი გრძელდება დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. გადასვლის პროცესით არანაირად არ ქმნის დისკომფორტს, გადადის თანაბრად.
ტუჩის კონტურინგი - ესეც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომლის გამოსასწორებლადაც ძალიან ხშირად მომმართავენ პაციენტები. ეს პროცედურა სახეს უფრო მეტად ცოცხალს და ჯანსაღს ხდის. ამ პროცედურის მეშვეობით შეგვიძლია გავაკეთოთ ტუჩის სრული დაფერვა და ომბრეს გრადაცია.
სახის დაფერვა - ამ პროცედურისთვის საჭირო მასალები შეიცავს ჰეალურონს და „ესპეეფ“ დამცავს, შესაბამისად აახალგაზრდავებს კანს და უფრო გლუვს ხდის მას. შეგვყავს ზედაპირულ შრეში და კანს ხდის ერთგვაროვანს. ასწორებს ხარვეზებს, წვრილ ნაოჭებს, ჩაღრმავებებს, ფარავს კაპილარებს, სიჭრელეს, სიწითლეს, აშორებს ფორებს, აქვს ლიფტიგის ეფექტი, სახე არის მუდმივად აწეული/დაჭიმული.
ლიპოლიტიკი - ეს პროცედურა ასწორებს ასიმეტრიულ პრობლემებს და კორექციას უკეთებს სახის ფორმებს. შედეგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია წონის მატებაზე. გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სხვადასხვა სახის ლიპოლიტიკი, გააჩნია როგორი ტექნიკით გაიკეთებთ მას. ასევე მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესი. ეს პროცედურა ტარდება ღაბაბზე, ლოყებზე, სახის ოვალზე, ცხვირზე.
როგორია რეკომენდაციები?
ამ პროცედურების შემდეგ ერთი თვე უნდა მოვერიდოთ მზეს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დამცავი კრემები 30%-იანი. სხვა განსაკუთრებული რეკომენდაცია არ ახლავს ამ პროცედურებს.