გსურთ დაიბრუნოთ თავდაჯერებულობა და ისწავლოთ საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრება? თქვენ ხომ იმსახურებთ იყოთ ინდივიდუალური, ლამაზი და დახვეწილი... სწორედ ამიტომ გიამბობთ Elsa Tatoshvilis Permanent Make Up Studio-ს შესახებ, რომელიც ესთეტიკური და თერაპიული კოსმეტოლოგიისა და პერმანენტული მაკიაჟის ცენტრია და ესთეტიკური მედიცინის ახლებურ აღქმას გთავაზობთ. OK! ცენტრის დამფუძნებელ ელზა თათოშვილს ესაუბრა, რომელიც დეტალურად გვიამბობს, თუ რა სახის პროცედურებს სთავაზობს მომხმარებლებს.
რამდენი ხანია, რაც Elsa Tatoshvilis Permanent Make Up Studio ბაზარზე გამოჩნდა?
Elsa Tatoshvilis Permanent Make Up Studio უკვე ერთი წელია, რაც ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს და საზოგადოებას ძალზე აუცილებელ და მნიშვნელოვან პროცედურებს სთავაზობს. ვიდრე საკუთარ ესთეტიკის ცენტრს დავაფუძნებდი, სხვადასხვა კლინიკასა და პერმანენტ-სტუდიებში ვმუშაობდი.
გვესაუბრეთ თქვენი გამოცდილების შესახებ.
7 წელია ესთეტიკისა და სილამაზის სფეროში ვსაქმიანობ. აღმოვაჩინე, რომ სწორედ ეს არის ის სფერო და მიმართულება, სადაც ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. თავდაპირველად, განათლება საქართველოში მივიღე, მაგრამ როდესაც გადავწყვიტე, საკუთარი სტუდია გამეხსნა, კვალიფიკაციის ასამაღლებლად უკრაინაში გავემგზავრე. გავიარე არაერთი სემინარი, ტრენინგი და იქიდან უამრავი სიახლითა და სრულყოფილად შეძენილი ცოდნით, განათლებით დავბრუნდი.
რა სახის პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
მე ვარ პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი და ვთავაზობ პერმანენტულ ნებისმიერ ზონას, ანუ ლაინერს, წარბის მიკროპიგმენტაციას, წარბის დაპუდვრას, ასევე ტუჩის მოდელირებას, აკვარელის ეფექტს პერმანენტის მეშვეობით. ანუ ყველაფერს, რასაც პერმანენტული სფერო მოიცავს.
როგორია თქვენ მიერ მიღწეული შედეგები?
მთავარი მიღწევები არის ის, რომ ჩემი არცერთი ნამუშევარი არ ჰგავს ერთმანეთს. ძალიან მიყვარს გალამაზებული ქალბატონები, მაგრამ ისეთები, რომლებიც ბუნებრივ ჩარჩოებს არ სცდებიან. ჩემი შედეგები და მიღწევები ბუნებრივობაა და მე ეს ძალიან მაბედნიერებს.
რა მიგაჩნიათ თქვენი ესთეტიკური ცენტრის მთავარ უპირატესობად?
ჩვენი ცენტრის უპირატესობაა ის, რომ ყველანაირი პირობა არსებობს პაციენტის კომფორტისთვის და ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მას ის, რაზეც ყველა ქალბატონი ოცნებობს.
ჩვენს ცენტრში პაციენტს შეუძლია მოითხოვოს თითოეული იმ მასალის სერტიფიკატი, რომლის პროცედურასაც იტარებს. პაციენტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის ჯანმრთელობას მომავალში საფრთხე არ შეექმნება.
რას ურჩევდით ქალბატონებს, რომლებსაც სურთ საკუთარ გარეგნობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა და ჯერ ვერ გადადგეს ეს ნაბიჯი?
ქალბატონები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუდგამთ ეს ნაბიჯი და აპირებენ ისარგებლონ ამ მომსახურებით, უსათუოდ უნდა დარწმუნდნენ სპეციალისტის კვალიფიციურობაში, მათ აუცილებლად უნდა მოითხოვონ მასალის სერტიფიკატი, რამდენად უსაფრთხოა ის მისი ჯანმრთელობისთვის და რაც მთავარია − შეინარჩუნონ ბუნებრივობა.
სამომავლო გეგმები.
ჩემი სამომავლო გეგმები? როგორც კი ამის საშუალება გვექნება, ვაპირებ გავემგზავრო საზღვარგარეთ. მოლაპარაკება დაწყებული გვაქვს მსოფლიო დონის წამყვან სპეციალისტებთან, ვაპირებთ ერთობლივად დავაარსოთ სასწავლო ცენტრი და ველოდებით პანდემიის დასრულებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.