კოსმეტოლოგია ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. შეიცვალა მეთოდები, რამაც გაამარტივა სხვადასხვა პროცედურის ჩატარების პროცესი და შესაბამისად, მოთხოვნაც გაიზარდა როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცების მხრიდან. ჟურნალი OK! ექიმ-კოსმეტოლოგ თურანა ალიევას გაგაცნობთ, რომელიც კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარების საკუთარ მეთოდებზე გვიამბობს.
რამდენი ხანია, რაც ამ საქმით ხართ დაკავებული?
ცხრა წელია, რაც ამ სფეროში ვარ. ექიმობის სურვილი პატარაობიდან მომყვება. მამაჩემი ამბობდა, რომ მას ყოველთვის უნდოდა ჩემი თავი ექიმის ამპლუაში ეხილა. იმ დროიდან დაიბადა ჩემში ექიმობისადმი სიყვარული. რაც ამ სფეროში სწავლის შედეგად მიმიღია, ყველაფერი გონებაში მაქვს ჩაბეჭდილი. ვხედავ, რომ ჩემი ტვინი მხოლოდ ამ სფეროს მიმართ მუშაობს ძალიან კარგად. ცხრა წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ექიმისგან მივიღე გამოცდილება. უნივერსიტეტში 6-წლიანი სწავლის შემდეგ, მცირე დროით ვიმუშავე ბევრ ექიმთან. დღევანდელ დღეს, ჩემი მოსწავლეების წარმატებას საკუთარ წარმატებად მივიჩნევ, მათ ვაძლევ ძალიან ბევრი ექიმის ცოდნასა და ჩემს დანამატებს.
რა პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
პილინგ-გაწმენდა, სხვადასხვა ტიპის ტუჩის შემავსებლები, ტუჩის მოცულობის გადიდების ტექნიკა „კლასიკური ბანტი“, ცხვირის შემავსებლები, ნიკაპის, სახის ოვალის კორექცია, ლოყის შემავსებლები, შუბლის შემავსებლები, ღრმა ნაოჭების, მიმიკური ნაოჭების მოშორება, სახის ქირურგიული ძაფებით დაჭიმვა.
როგორია შედეგები?
როგორც ყოველმა ექიმმა უნდა იცოდეს ანატომია დაზუსტებით, ასევე უნდა იყოს მხატვარი, რომელიც შეძლებს ლამაზი ტაბლოს შექმნას. ჩვენს ნამუშევრებზე ერთდროულად რამდენიმე ადამიანი მუშაობს. პროცედურები ინდივიდუალურია. მიღებული შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგანაც ვაძლევ პაციენტებს იმ შედეგს, რომელიც მათ სურთ და ამის დანახვის შემდეგ, მსურველთა რაოდენობაც იზრდება.
რა მეთოდებს მიმართავთ პროცედურების ჩასატარებლად?
დღემდე გამოყენებული მაქვს და ახლაც ვიყენებ უამრავ მეთოდს, მაგრამ პროცედურის დროს ამა თუ იმ მეთოდის გამოყენების თაობაზე, აუცილებლად ვჯერდებით პაციენტთან ერთად. კოსმეტოლოგიასა და დერმატოლოგიას უყვარს სიახლეები. 2014 წელს კლასიკური ტიპის ტუჩის შემავსებლებს იყენებდნენ, 2020 წელს კი კლასიკური ბანტის შემავსებლებს იყენებენ. ამიტომაც, იმისთვის, რომ სიახლეებს ავუწყოთ ფეხი, საკუთარ თავზე მუდმივად უნდა ვიმუშავოთ. კოსმეტოლოგია, დერმატოლოგებისგან ამას ითხოვს.
გვესაუბრეთ პრეპარატებზე, რომლებსაც იყენებთ.
ძალიან ვრცლად შეიძლება ვისაუბროთ პრეპარატებზე. დღემდე ძალიან ბევრი პრეპარატი მაქვს გამოყენებული მუშაობისას, მათგან მცირე რაოდენობა მაქვს შერჩეული, რომლებიც კანზე დაზუსტებით მუშაობს. ადამიანის კანს უყვარს სიზუსტე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ პრეპარატები, რომლებსაც ძირითადად ვიყენებ, აშშ-ში და საფრანგეთშია წარმოებული.
სამომავლო გეგმები.
მომავალთან დაკავშირებით, ბევრი გეგმა მაქვს − უფრო მეტი განათლების მიღებას და დიდი ესთეტიკური ცენტრის დაარსებას ვგეგმავ. ყველაფერი იწყება ადამიანის გონებაში, წარმატება კი ჩემი არჩევანია. დაზუსტებით ვმუშაობ იმ ტექნიკებზე, რომელსაც შემოვიტან კოსმეტოლოგიასა და დერმატოლოგიაში. მომავალთან დაკავშირებით გეგმების ჩემს სამშობლოში − საქართველოში განხორციელებას ვგეგმავ.
inst: Dr_turana.Alieva