„ესთეტიკ სტუდიო N8“ უკვე სამი წელია ერთგულად ემსახურება თავის კლიენტებს. აქ მოსულთ დახვდებათ მშვიდი გარემო, პროფესიონალთა გუნდი, ევროპული ტექნოლოგია და პრემიუმხარისხის პროდუქცია. OK! პირადად გაესაუბრა „ესთეტიკ სტუდიო N8“-ის მფლობელს, ანა ცანავა-ზურაბაშვილს.
გვიამბეთ „ესთეტიკ სტუდიო N8“-ის დაარსების ისტორია.
„ესთეტიკ სტუდიო N8“-ის იდეა გაჩნდა 2017 წელს. 2018 წლის მარტში განვახორციელეთ ჩანაფიქრი და შევძელით პირველი მომხმარებლის მიღება. „ესთეტიკ სტუდიო N8“ მდებარეობს თბილისში დიღმის მასივში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე. ვინაიდან კონკრეტულ ლოკაციაზე არ იყო ადგილი, სადაც მომხმარებელი შეძლებდა სხვადასხვა მომსახურების მიღებას ერთ სივრცეში, 2017 წელს მე და ჩემმა ბიზნესპარტნიორმა და ოჯახის წევრმა თამარ მიქაძემ გადავწყვიტეთ შეგვექმნა მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სივრცე, სადაც გავაერთიანებდით ყველა მიმართულებას, შევთავაზებდით მომხმარებელს მომსახურების მაღალ ხარისხს შესაბამისი პროდუქციითა და აპარატურით.
გვესაუბრეთ „ესთეტიკ სტუდიო N8“-ის პროცედურებისა და გამოყენებული პროდუქციის შესახებ.
ჩვენი ესთეტიკის ცენტრი სტუმრებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
დიოდური ეპილაცია − გერმანული წარმოების აპარატურით, რომელიც საქართველოში ოფიციალურად წარმოდგენილია კომპანია „მედიკას“ სახით. ჩვენი ექიმი-ლაზეროთერაპევტები − ელენე არეშიძე და მირანდა აბულაძე სპეციალურად გადამზადებულნი და სერტიფიცირებულნი არიან გერმანელი ინსტრუქტორების მიერ. ყოველივე ეს კი საშუალებას გვაძლევს, გვქონდეს მაღალი ხარისხი და გარანტირებული შედეგი ამ მიმართულებით;
კოსმეტოლოგია − როგორც აპარატურული, ისე ინიექციური. ტარდება სხვადასხვა პროცედურა: სახის წმენდა, პილინგი, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, ტუჩისა და ცხვირის კორექცია ე.წ. ფილერებით. პროცედურას ატარებს ექიმი-კოსმეტოლოგი ნანა ჯაფარიძე;
სხვადასხვა ტიპის მასაჟი − როგორც სამკურნალო, ისე გამაჯანსაღებელი, სპორტული, სარელაქსაციო და გასახდომი ანტიცელულიტური. ამ პროცედურებს ატარებს 21-წლიანი გამოცდილების მქონე მეთოდისტი თინათინ მეგრელიშვილი;
სოლარიუმი − ჩვენს ესთეტიკის ცენტრში წარმოდგენილია იტალიური წარმოების Smart, ანუ ჭკვიანი აპარატურით როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური 230 watt ნათურებით. ჩვენთვის პრიორიტეტი კონკრეტულ მიმართულებაში არის ის, რომ მომხმარებელს თავად შეუძლია გადაამოწმოს ნათურების ლიმიტი − მარტივად, ღილაკზე თითის დაჭერით, რაც ზრდის მომხმარებლის ნდობას ჩვენ მიმართ. ჩვენს კლიენტებს ადგილზე ხვდებათ სოლარიუმისთვის ყველა საჭირო ნივთიც: სათვალე, ერთჯერადი ქუდები, სველი და მშრალი ხელსახოცები და ა.შ.
ვიზაჟი − საღამოს, სადღესასწაულო, საქორწილო და ფოტო-ვიდეოგადაღებისთვის. ვმუშაობთ უმაღლესი ხარისხის ბრენდების პროდუქციით, როგორიცაა: KRYOLAN, BOBBY BROWN, და SMASHBOX − ვიზაჟის პროცედურებს ასრულებს მეიქაფ-არტისტი თინა ზურაბაშვილი;
ფრჩხილის მოვლის პროცედურები − მანიკიური, პედიკიური, შილაკი. უდიდესი ყურადღება ექცევა ინსტრუმენტების სტერილიზაციას, რომელიც რამდენიმე საფეხურისგან შედგება.
თმის მოვლა − როგორც ქალბატონებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. შეჭრა, დავარცხნა, კერატინი, ბიოდახვევა, შეღებვა, მელირება. მომხმარებელს ემსახურება მრავალი წლის გამოცდილების მქონე სტილისტ-ქოლორისტი ბექა ბოკოველი.
გვესაუბრეთ ჯავშნის გაფორმების ვადებზე.
ჩვენი მეგობრული და ყურადღებიანი ადმინისტრატორები – რმონ ჯავშნები როგორც ონლაინ, ისე სატელეფონო ზარების მეშვეობით. პანდემიის გამო, საჭიროა წინასწარ ჩაწერა ჩვენთან მოსვლამდე, რათა მომხმარებელი მივიღოთ ყველანაირი ნორმის დაცვით.
მთავარი ნიშა, რომელიც „ესთეტიკ სტუდიო N8“-ს გამოარჩევს...
ჩვენი მთავარი ნიშა არის დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა საქმის მიმართ, რომელიც გამოიხატება მომხმარებელთან ურთიერთობის პირველივე წუთიდან. ჩვენს უპირატესობად მიიჩნევა ერთ სივრცეში თავის მოვლისათვის ყველა საჭირო პროცედურა, დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების აპარატურა და პრემიუმხარისხის პროდუქცია.
„ესთეტიკ სტუდიო N8“-ის სამომავლო გეგმები.
დაგროვებული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვვითარდეთ და გავიზარდოთ. რა თქმა უნდა, გვაქვს სამომავლო გეგმები, რომელთა რეალიზებასაც ვაპირებთ უახლოეს მომავალში. ყოველთვის მზად ვართ, გიმასპინძლოთ თბილ და მეგობრულ გარემოში.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი