სახის კანის მოვლის შესახებ ალბათ უამრავი რამ გვსმენია ყველა ჩვენგანს და შემდეგ საკუთარ თავზეც გამოგვიცდია ბევრი მათგანი. ეს სულაც არ არის ცუდი, მაგრამ მხოლოდ სახლის პირობებში მიზნის მიღწევა უფრო მეტ დროს, ენერგიასა და რესურსებს მოითხოვს. საბედნიეროდ, თანამედროვე კოსმეტოლოგიის შესაძლებლობები უსაზღვროა, ამიტომ ვეცდებით Health and Beauty Book-ის მკითხველს გარკვეული ინფორმაცია მივაწოდოთ და მათთვის საჭირო პროცედურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გავუმარტივოთ.
კანის დაჭიმვა აპტოსის ძაფებით – პირველი და მსოფლიოში ერთადერთი კანის გამაახალგაზრდავებელი ძაფები ჰიალურონის მჟავით. აპტოსის ძაფების სახელი მსოფლიო ესთეტიკურ მედიცინაში უოპერაციო გაახალგაზრდავებასთან და ინოვაციებთან ასოცირდება. ამას არაერთი პროფესიული ჯილდო, კოლეგების აღიარება და უამრავი ბედნიერი პაციენტი ადასტურებს. მეთოდის ავტორები და კლინიკა „ტოტალ შარმის“ პლასტიკური ქირურგები − მარლენ, გიორგი და კონსტანტინე სულამანიძე მოხარულები არიან, აპტოსის რევოლუციური პროდუქტი წარმოგიდგინონ. ეს არის ძაფები სახის კანის ლიფტინგისთვის ჰიალურონის მჟავით.
აპტოსის გაუმჯობესებული ფორმულა უკვე კარგად ნაცნობ ლიფტინგის, არმირებისა და გაახალგაზრდავების შედეგთან ერთად გპირდებათ: კიდევ უფრო ნაკლებად ტრავმატულ პროცედურას, კანის სტუქტურის გაუმჯობესებას პროცედურის დღიდან, თვალსაჩინო ლიფტინგის ეფექტს, ხანმოკლე რეაბილიტაციის პერიოდს.
ბოტოქსის ინიექციები − ბოტულოტოქსინი ბუნებრივი შხამია, რომელსაც ძველად არცთუ მთლად ესთეტიკური დანიშნულებით იყენებდნენ. ამჟამად ბოტულოტოქსინი კანქვეშ ძალიან მცირე დოზებით შეჰყავთ. ამ შხამის ზემოქმედებით, კუნთი შეკუმშვის უნარს კარგავს და შესაბამისად, აღარც ახალი ნაოჭები წარმოიქმნება. თუმცა სამარადჟამო ეფექტი არც ბოტოქსის ინიექციებს ახასიათებს. მათი გამეორება წელიწადში ორ-სამჯერ გახლავთ საჭირო. ბოტულოტოქსინით მხოლოდ ზედაპირული ნაოჭების გასწორებაა შესაძლებელი. თუ ტოქსინს უფრო მეტი დოზით შეიყვანენ კუნთში, შესაძლოა ღრმა ნაკეცებიც გასწორდეს.
გელის ინიექციები – ინიექციის მეშვეობით კანქვეშ შეჰყავთ ბუნებრივი ან ხელოვნური გელი, რომლის საშუალებითაც კანი ქვემოდან ამოივსება და ნაოჭებიც სწორდება. ბუნებრივ გელს ხელოვნურ ანალოგებთან შედარებით ხანმოკლე ეფექტი აქვს. ის სახეს 6-14 თვით აახალგაზრდავებს. ხელოვნურ გელებს გაცილებით ხანგრძლივი, დაახლოებით ხუთწლიანი, მოქმედება ახასიათებს. ხდება ისეც, რომ გელით „ამოვსებული“ სახე მთელი სიცოცხლე ინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს.
მეზოთერაპია – ამ დროს წვრილნემსიანი შპრიცით კანის ზედაპირულ შრეში ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველი კოქტეილი შეჰყავთ, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ნაოჭებს ასწორებს, კანის ფერსაც აუმჯობესებს. ამ მეთოდს ე.წ. დაგროვების ეფექტი აქვს. ამის კვალობაზე, მიზანშეწონილია პროცედურის არა ყოველდღე, არამედ კვირაში ერთხელ ჩატარება. იდეალური შედეგისთვის, რომელიც წელიწადი მაინც გასტანს, ათი პროცედურა სავსებით საკმარისია. მეზოთერაპია შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ მანამდე გაიმეოროთ, სანამ არ მოგბეზრდებათ.
პილინგი – ამ პროცედურის მთავარი არსი ის არის, რომ მის შედეგად კანის ზედაპირული შრე ჩამოიფრცქვნება (მას მოჰყვება დაზიანებული უჯრედებიც) და მის ადგილას მალე ახალი წარმოიქმნება. პილინგის შემდეგ განახლებული კანი გაცილებით მკვრივი, ერთგვაროვანი და ხავერდოვანი ხდება.
პილინგი სხვადასხვანაირია: მექანიკური, ქიმიური და ლაზერული; ასევე – ზედაპირული, საშუალო ზემოქმედებისა და ღრმა. ზედაპირული პილინგის ჩატარება შინაც შეგიძლიათ. ამისთვის საკმარისია, სქრაბი იყიდოთ, სახეზე გადაისვათ და გულდასმით ჩამოიბანოთ.
ფოტოგაახალგაზრდავება – სპეციალური სამკურნალო ეფექტის მქონე სინათლის სხივების ზემოქმედებით, კანი თითქოს გამოცვალესო − გაცილებით რბილი და ხავერდოვანი ხდება: ვიწროვდება ფორები, ქრება წვრილ-წვრილი ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები. მექანიზმი მარტივია: ფოტოპროცედურის შედეგად, კანის უჯრედები აქტიურად იწყებენ კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.
ფოტოგაახალგაზრდავება სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა და მეტად ეფექტიანია მეზოთერაპიასა და ქიმიურ პილინგთან კომბინაციაში.
აუცილებელი ყოველდღიური რუტინის სქემა კი შემდეგნაირია:
სახის დაბანა გელით/ქაფით/რძით: დილით და საღამოს.
დაბანის შემდეგ − ლოსიონი (იგივე ტონიკი/ტონერი): დილით და საღამოს
სახისა და ქუთუთოების კრემი: მხოლოდ დილით.
ოპტიმალურია ამ სეზონზე ორი ტიპის კრემი იქონიოთ: დამცავი − ყოველდღიური გამოყენებისთვის და SPF ფაქტორით − იმ დღეებისთვის, როცა გარეთ გასვლა გიწევთ.
შრატი − ძალიან ეფექტური, მაგრამ ყველაზე ძვირფასი პროდუქტი მოვლის რუტინაში. მას სასწაულების მოხდენა შეუძლია, ამიტომ თუ ყოველდღიურ მოვლაში რეგულარულად შრატის გამოყენებას ვერ ახერხებთ, რეკომენდებულია იგი კურსის სახით მოიხმაროთ. ზამთარი ერთ-ერთი ისეთი პერიოდია, რომელიც შესაფერისია შრატების კურსისთვის კანის აღსადგენად.
არ დაივიწყოთ პილინგები და ნიღბები. პილინგი კვირაში ერთხელ, ხოლო ნიღაბი კვირაში მაქსიმუმ ორჯერ.
ძირითადი ვიტამინები და მინერალები
მინერალები: პოტასიუმი, მაგნეზიუმი.
ვიტამინი C #vitaminc (ასკორბინის მჟავა) − 1000 მგ. 1-2-ჯერ დღეში.
ვიტამინი D #vitamind (მზის სხივისგან მიღებული ვიტამინი) − 10 000 მგ. ერთხელ დღეში.
ომეგა 3-6-9 #omega თითო კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.
თუთია #Zn − თითო ტაბლეტი ერთხელ დღეში.
Zo Skin Health-ის 5 პროდუქტი, რომლებსაც ყოველდღიური გამოყენებისთვის გირჩევთ
Must Have Daily Power Defense − უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას, ამკვრივებს და ერთგვაროვანს ხდის სახის კანის რელიეფს, ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და რაოდენობას. გამოიყენეთ დილით და საღამოს.
Instante Pore Refiner − შრატი, რომელიც ამცირებს ფორების რაოდენობას და ზომებს. ანიჭებს სახის კანს მქრქალ, გლუვ ეფექტს, ამცირებს სახის კანის დეფექტებს. გამოიყენეთ დილით და ასევე, როგორც ბაზა მაკიაჟისთვის.
Firming Serum − გამამკვრივებელი შრატი, შესამჩნევად ჭიმავს სახის კანს და აქვს „ლიფტინგ“-ეფექტი. გამოიყენეთ საღამოს, ZO Cleanser-ის შემდეგ.
Gentle Cleanser All Skin Types − დელიკატური გამწმენდი, დასაბანი საშუალება. აქვს მსუბუქი ამქერცლავი ეფექტი, არეგულირებს სახის კანის ცხიმიანობის დონეს. გამოიყენეთ საღამოს.
Intense Eye Creme − ინტენსიური კრემი თვალის ირგვლივი კანის მკურნალობისთვის და მოვლისთვის. ამცირებს წვრილ ნაოჭებს, ღრმად ატენიანებს კანს თვალის ირგვლივ, აღიავებს მუქ წრეებს თვალის უპეების გარშემო. გამოიყენეთ დილით და საღამოს.