გსურთ გადახვიდეთ ჯანსაღ კვებაზე, დაიკლოთ კილოგრამები სტრესის გარეშე ან უბრალოდ შეინარჩუნოთ სხეულის ლამაზი ფორმები მკაცრი შეზღუდვების გარეშე? წაიკითხეთ ლალი გუშიკაშვილის 10 რჩევა, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, მოტივაციას შეგძენთ, უარი თქვათ არაჯანსაღ საკვებზე და თავი იგრძნოთ ბევრად მსუბუქად და კომფორტულად.
• 18-საათიანი შუალედი − ეს არა მარტო წონის კორექციისთვის არის აუცილებელი, არამედ ასევე იმუნიტეტის გასაძლიერებლად. უჯრედები აღდგება და ახალგაზრდავდება.
• წყლის დალევიდან საუზმის მიღებამდე აუცილებლად უნდა გავიდეს 45 წუთი.
• საუზმე აუცილებლად ძალიან გემრიელი და ლამაზად გაწყობილი უნდა იყოს. ჩემი საუზმე შედგება ჯანსაღი ცხიმებისგან. მივირთმევ დანაყრებამდე.
• კვების რაციონიდან ამოვიღე გლუტენი, გლუკოზა, ლაქტოზა.
• შუალედში აუცილებელია წყალი.
• მეორე კვება შედგება სალათისგან, თევზისგან ან ხორცისგან, ასევე შესაძლებელია წვნიანის მირთმევაც.
• ამოღებული მაქვს ცომი სრულად, მათ შორის − პასტები.
• არ ვიღებ ალკოჰოლს.
• ხილი დღის პირველ ნახევარში. უმჯობესია, ნაკლებად შაქრიანი სეზონური ხილი.
• ამოვიღე შაქარი და რძის ნაწარმი მთლიანად.