OK! გიამბობთ ბრენდ „სთრეითის“ შესახებ, რომლის სამიზნე აუდიტორიას ახალგაზრდა მამაკაცები წარმოადგენენ. აღნიშნული ბრენდი გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია „ლიბო გრუპის“ მეშვეობით გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. „სთრეითის“ პროდუქცია გვხვდება ევროპაში, აფრიკასა და აზიის აღმოსავლეთ ნაწილში.
მის უპირატესობათაგან აღსანიშნავია უნიკალური შეფუთვა, პროდუქტის ფართო ასორტიმენტი, რომელიც სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის გემოვნებას ერგება, პრესტიჟული დიზაინის მქონე სუნამო ხელმისაწვდომ ფასად და ა.შ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრენდ „სთრეითის“ პროდუქციაში თქვენ შეხვდებით სუნამოს, გაპარსვის შემდგომ ლოსიონს, დეზოდორანტ სპრეის, ტანის პარფიუმერულ სპრეისა და შხაპის გელს. „სთრეითის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სააფთიაქო ქსელებში, სხვადასხვა მარკეტში და ასევე ონლაინმაღაზია canshop.ge-ზე. აღნიშნული კომპანია მუდმივად ანებივრებს მომხმარებლებს აქციებით და არც ახალი წლის პერიოდი აღმოჩნდა გამონაკლისი. დღესასწაულთან დაკავშირებით, „სთრეითი“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს სასაჩუქრე ნაკრებებსაც.
ბრენდისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ „სთრეითის“ ოფიციალურ Facebook-გვერდს: STR8 Georgia.
წარმოგიდგენთ „სთრეითის“ არომატის სახეობებს: Faith, Ahead, Rise, Original, Red Code.
• Faith − ხილისა და ფუჟერის არომატის ნაზავია, რომელიც გამოირჩევა ელეგანტური სურნელით.
• Ahead − შექმნილია ბერგამოტის, კედრისა და ვანილის არომატის ნაზავით, რომლისთვისაც დამახასიათებელია შედარებით ენერგიული სურნელი.
• Rise − ცოცხალი ციტრუსების, ხილისა და მერქნის არომატის შემცველია, რომელსაც ძლიერი სურნელი აქვს.
• Original − უკომპრომისო, მასკულინური სურნელია, რომელიც მერქნის, სანდალოზისა და ყვავილების არომატის ნაზავით იქმნება.
• Red Code − გამოირჩევა მაცდური, ენერგიული სურნელით, რომელიც შექმნილია ხილის, ყვავილებისა და ქარვის არომატებით.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი