რედატორის ამპლუაში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ და სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს. მიყვარს მოძრაობა, ცვლილებები და არასოდეს ვუშინდები გამოწვევებს. პირველად რომ მივიღე ეს შემოთავაზება, უფრო მეტად პასუხისმგებლობის აღების შემეშინდა, თუმცა მივხვდი, რომ ეს იყო შესაძლებლობა, ხმა მიმეწვდინა ქალბატონებისთვის, რადგან სოლიდარობის გრძნობა ქალების მიმართ ყოველთვის გამძაფრებული მქონდა. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ერთ ადამიანს მაინც შევძენ მოტივაციას ჩემი გამოცდილების გაზიარებით.
OK! Health and Beauty Book-ში მკითხველი სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროში არსებულ ყველა საინტერესო თუ მნიშვნელოვან საკითხს გაეცნობა. მათ შორის ისეთებს, როგორიცაა ჯანსაღი კვება, თავის მოვლა, მასაჟი, ვარჯიში და სხვა. ვფიქრობ, ეს იქნება ჟურნალი, რომელიც ყველა ქალბატონის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს − თავისი რჩევებითა და რეკომენდაციებით.
ქალბატონებს ვეტყოდი, რომ უპირველესად, შეიყვარონ საკუთარი თავი, რადგან თუ ჩვენი თავი გვიყვარს − გვიყვარს ყველა და ყველაფერი. თუ ჩვენს თავს პატივს ვცემთ − სხვაც გვცემს პატივს. სიამოვნება უნდა მივიღოთ ყველაფრისგან, რასაც ვაკეთებთ. არ მოვეშვათ და არ მივეცეთ დეპრესიას. შევიყვაროთ და მივიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც არის და ჩვენვე გავაუმჯობესოთ საკუთარი ყოველდღიურობა.
გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ OK!-ის იანვრის დამატება Health and Beauty Book. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იქნება, თუ ერთი ქალის ცხოვრებას მაინც შევცვლი და მივცემ მოტივაციას, შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ.